რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პარიზში კლიმატთან დაკავშირებით კონფერენციაზე მოლაპარაკებების შეჯამებისას ანკარის მიერ რუსული სუ-24 ბომბდამშენის ჩამოგდების გადაწყვეტილებას უზარმაზარი შეცდომა უწოდა და აღნიშნა, რომ რუსეთისათვის არ აქვს მნიშვნელობა, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიუღია თურქეთის პრეზიდენტს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსულ ბომბდამშენ სუ-24-თან დაკავშირებით ინციდენტში თურქთის მხარის ქმედებებზე განაცხადა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გასცა ბრძანება რუსული ბომბარდირის ჩამოგდებაზე. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ "ამ დანაშაულებრივი აქციის" შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთში გამართული შეხვედრების შეჯამებისას.
"ჩვენ თურქეთის მხრიდან მოვისმინეთ, რომ ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტს არ მიუღია, რომ ეს გადაწყვეტილება სხვა პირებმა მიიღეს. ჩვენთვის ამას, პრინციპში, არ აქვსმნიშვნელობა, მნიშვნელოვანია ის, რომ ამ დანაშაულებრივი აქციის შედეგად დაიღუპა ჩვენი ორი სამხედრო მოსამსახურე", — განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
"ჩვენ გვაქვს ყველანაირი საფუძველი იმისა, რომ ვივარაუდოთ, ჩვენი თვითმფრინავის ჩამოგდების გადაწყვეტილება მიღებული იყო ნავთობის თურქეთის ტერიტორიაზე იმ პორტებისკენ უსაფრთხოდ გადაზიდვის უზრუნველსაყოფად, საიდანაც ის ტანკერებში იტვირთება", — განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.