სირიელი მინისტრი: სუ–24 ჩამოგდება ერდოღანის შვილის ინტერესებში შედიოდა

გამოწერა
მინისტრის თქმით, ნავთობი, რომელსაც თურქეთი „ისლამური სახელმწიფოსგან“ ღებულობს, ერდოღანის შვილის კუთვნილ კომპანიას მიეწოდება.

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. თურქულმა F16–მა რუსული ბომბდამშენი სუ–24 იმ ასობით ნავთობმზიდის განადგურებაზე პასუხად ჩამოაგდო, რომლებითაც „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებს სირიიდან თურქეთში ნავთობი გადაჰქონდათ. მთელ ნავთობს თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიიფ ერდოღანის შვილის კუთვნილი კომპანია ყიდულობდა, — განაცხადა სირიელმა მინისტრმა ომრან აზ–ზოუბიმ რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში. 

„მთელი ნავთობი რეჯეფ ერდოღანის შვილი კუთვნილ კომპანიას მიეწოდებოდა. როდესაც რუსეთმა „ისლამური სახელმწიფოს“ ინფრასტრუქტურას შეუტია და 500–ზე მეტი ნავთობმზიდი გაანადგურა, თურქეთი აღელდა. ამან ძალიან იმოქმედა ერდოღანისა და მისი კომპანიის ნერვებზე. [ბოევიკებს] ნავთობის გარდა, მარცვლეულიც გააქვთ და ისტორიული ფასეულობებიც“, — განაცხადა მინისტრმა. 

ისლამური სახელმწიფოს ბოევიკები - Sputnik საქართველო
Bild თურქეთის მიერ ISIS-გან ნავთობის შესყიდვაზე: რუსეთი მართალი აღმოჩნდა

სუ–24–ის ჩამოგდების მიზეზების თურქულ ვერსიაზე საუბრისას აზ–ზოუბიმ თქვა: თვითმფრინავზე სირიის საჰაერო სივრცეში გაფრთხილების გარეშე იერიშის მიტანის ფაქტი — რაზეც ცოცხლად გადარჩენილი რუსი პილოტი საუბრობს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თურქეთი იტყუება. თავიდან მათ თქვეს, რომ ათი გაფრთხილება გაგზავნეს, მერე განაცხადეს, რომ თვითმფრინავი 17 წამის განმავლობაში იმყოფებოდა თურქეთის ტერიტორიის თავზე. ათი გაფრთხილების 17 წამში გაგზავნა შეუძლებელია — ტექნიკურად ეს არანაირად არ ხერხდება“. 

რუსული სუ–24 სამშაბათათს ჩამოაგდო თურქულმა F16–მა სირიის ტერიტორიაზე. ეკიპაჟის მეთაურმა და შტურმანმა კატაპულტირება მოასწრეს. მეთაური ოლეგ პეშკოვი დაშვებისას ხმელეთიდან  ბოევიკების ნასროლ ტყვიას  შეეწირა, ხოლო შტურმანი კონსტანტინ მურახტინი რუსეთ–სირიის სპეცრაზმმა გადაარჩინა, რომელმაც საამისოდ სპეცოპერაცია ჩაატარა. სამაშველო ოპერაციისას დაიღუპა საზღვაო ქვეითი ალექსანდრ პოზინიჩი. 


ყველა ახალი ამბავი
0