თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. თურქეთის საჰაერო ძალების მიერ რუსული ავიაბომბდამშენის განადგურების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადილირ პუტინმა განაცხადა, რომ თურქეთი ტერორისტების თანამზრახველად გვევლინება, რადგანაც ნავთობს სირიაში ტერორისტების მიერ კონტროლირებადი რაიონებიდან ყიდულობს, წერს Bild.
თურქეთი „ისლამური სახელმწიფოს“ ნავთობის მთავარ მომხმარებლად იქცა, აღნიშნავს გამოცემა. თურქი ბიზნესმენები ჯიჰადისტებთან ნავთობის მოწოდების შესახებ ხელშეკრულებებს დებენ, რისი წყალობითაც ტერორისტები კვირაში 10 მლნ აშშ დოლარს ღებულობენ.
კრემლს აღნიშნული ინფორმაცია დიდი ხანია აქვს. ბოლო პერიოდში რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა „ისლამური სახელმწიფოს“ ნავთობის ინფრასტრუქტურაზე იერიშის მიტანა დაიწყეს, რაც თურქეთისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ოფიციალური ანკარის პოლიტიკა ჯიჰადისტებთან მიმართებით არცთუ გამჭვირვალეა: თუმცა, თურქეთმა ამერიკელებს საშუალება მისცა „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებზე თავისი ავიაბაზებიდან მიეტანა იერიში, ამასთან, ერდოღანი ტერორისტებს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე თურქეთის გავლით სირიაში მოხვედრის საშუალებას აძლევს.
გერმანული გამოცემა წერს, რომ თურქეთი არ წარმოადგენს ერთადერთ სახელმწიფოს, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებთან ნავთობთან დაკავშირებით ბინძურ გარიგებებს ახორციელებს. კონტრაბანდისტები ნავთობით ამარაგებენ იორდანიასა და ქურთისტანს — ამ ქვეყნებში კი შავი ბაზარი ყვავის, აღნიშნავს ეკარტ ვერცი, Barcelona Centre for International Affairs-ის ანალიტიკოსი.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებადი რაიონებიდან ნავთობპროდუქტებით მარაგდება თურქეთის მრეწველობა.
„საუბარი მიდის თურქეთის მრეწველობის დიდი მასშტაბით იმ ნავთობით მომარაგების შესახებ, რომელსაც ტერორისტები აკონტროლებენ. სწორედ ამ ტერიტორიებიდან და არა რომელიმე სხვა რაიონიდან. და ჩვენ ვხედავთ სად მიდიან ეს მანქანები. ისინი დღისითა და ღამით თურქეთისკენ მიდიან“.