ერდოღანის განცხადებით, თურქეთი არ ყიდულობს ნავთობს ISIS-გან

© AP Photoთურქეთის პრეზიდენტი რეჯებ თაიიფ ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ თაიიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთი ნავთობს ყიდულობს რუსეთში, ირანში, აზერბაიჯანსა და ჩრდილოეთ ერაყში, — განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიიფ ერდოღანმა სოფლების ადმინისტრაციების ხელმძღვანელთა სხდომაზე ანკარაში.

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. თურქეთი არ ყიდულობს ნავთობს „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებისგან. განცხადებას იმის თაობაზე, რომ თითქოს თურქეთი მხარს უჭერს ტერორისტებს, დამტკიცება სჭირდება, — განაცხადა  თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიიფ ერდოღანმა სოფლების ადმინისტრაციების ხელმძღვანელთა სხდომაზე ანკარაში. 

„ამბობენ, რომ თურქეთი ნავთობს ყიდულობს „ისლამური სახელმწიფოსგან“. ყველამ იცის, სად ვყიდულობთ ენერგომატარებლებს. ყველაზე დიდი რაოდენობით — რუსეთში, შემდეგ — ირანში, აზერბაიჯანსა და ჩრდილოეთ ერაყში. დაამტკიცონ, რომ „ისლამური სახელმწიფოსგან“ ვყიდულობთ. მან, ვინც ჩვენ „ისლამური სახელმწიფოსგან“ ნავთობის შეძენაში გვადანაშაულებს, დაამტკიცოს ეს. თუ „ისლამური სახელმწიფოს“ ფინანსირების წყაროს ეძებთ, პირველი, საითაც უნდა გაიხედოთ — ეს ასადისა და მისი მხარდამჭერების რეჟიმია“, — განაცხადა ერდოღანმა. 


ყველა ახალი ამბავი
0