საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები ლვოვში ბელოგორსკის პარკ "ტაიგანში" სელაპების აუზში წყალს ცვლიდნენ, ვინაიდან სელაპებს 22 ნოემბერს ხერსონის ოლქში ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენების დაზიანების შემდეგ ყირიმის ჩაბნელებამ სიცოცხლის საფრთხე შეუქმნა.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლებმა ყირიმში 100 კვტ სიმძლავრის დიზელის ელექტროგენერატორი დაამონტაჟეს, რომელიც უზრუნველყოფს ელექტროენერგიითა დ გათბობით მტაცებელი ცხოველების ვოლიერს ზამთარში, განაცხადეს რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრეს-სამსახურში.
ცხოველების გადარჩენის ოპერაციას აკონტროლებს საგანგებო სიტუაციების სამსახურის ოპერატიული ჯგუფის ხელმძღვანელი, მინისტრის მოადგილე ყირიმში ალექსანდრ ჩუპრიანი.
მაშველებმა ასევე სელაპების აუზში წყალიც შეცვალეს.
"შუქის გამორთვის გამო, წყლის შეცვლა შეუძლებელი იყო. ხოლო ვილისა და მალიშს (სელაპებს) წყლის შეცვლა 7-10 დღეში ერთხელ ესაჭიროებათ", — განაცხადა ზოოპარკის თანამშრომელმა.
ბელოგორსკის პარკ "ტაიგანში" ბინადრობს 70 ლომი, 45 ვეფხვი და კატისებრთა ოჯახის კიდევ 30 წარმომადგენელი. ხოლო მათ გარდა — ჟირაფები, მაიმუნები, წყვილჩლიქოსნები, ძაღლები, მღრღნელები და მრავალი სხვა ცხოველი.