საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეიმუშავოს კომპლექსური სტრატეგია და რეგიონული თანამშრომლობა დაიწყოს „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან წამოსულ მუქარასთან საბრძოლველად, — ასეთი მოსაზრება გამოხატეს ქართველმა ექსპერტებმა „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში.
განხილვისას გამოითქვა თბილისში ანტიტერორისტული ცენტრის შექმნისა და მათთან ერთობლივ სამუშაოებში სომეხი და აზერბაიჯანელი კოლეგების და ასევე იმ სახელმწიფოების წარმომადგენლების მოხმობის წინადადება, რომლებიც რეალურად ებრძვიან „ისის-ს“.
„ეს უპირველეს ყოვილსა რუსეთი და ირანია, რომელიც, ეჭვგარეშეა, დაინტერესებულია ანტიშიიტური ორგანიზაციის განადგურებით“, — განაცხადა ექსპერტმა ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ვასილ პაპავამ.
ტერორისტურლი ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ მსოფლიოს ერთ-ერთი უმთავრესი საფრთხეა. 3 წლის განმავლობაში ტერორისტებმა ხელში ჩაიგდეს ერაყისა და სირიის მნიშვნელოვანი ტერიტორიები. ამას გარდა, ისინი ცდილობენ განავრცონ საკუთარი გავლენა ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებშიც, კერძოდ, ლიბიაში. სხვადასხვა შეფასებებით, ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორია 90 ათას კვადრატულ კილომეტრამდეა. ტერორისტული ორგანიზაციის წევრთა რაოდენობა 50-დან 200 ათას ბოევიკამდე მერყეობს.
საქართველოს ხელისუფლების მონაცემებით, სირიაში საომარ ქმედებებში „ისის-ის“ მხარეს მონაწილეობას ღებულობს დაახლოებით 50 ქართველი პანკისის ხეობიდან.