„დაიშთან“ შესაძლო კავშირის გამო, სასამართლომ ოთხ პირს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა

© фото - public domainდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულთა ადვოკატის განცხადებით, საქმეში არ არის არც ერთი მტკიცებულება მათი კავშირისა ტერორიზმთან და მათ ბრალს ასაფეთქებელი ნივთიერებების შენახვაში დებენ.

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. ტერორისტულ ოგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ (არაბულად „დაიშ“) შესაძო კავშირის მოტივით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 დეკემბერს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა 4 პირს, ამის შესახებ ქართული მედია იტყობინება. 

29 ნოემბერს, ტერორისტულ ორგანიზაცია „დაიშთან“ შესაძლო  თანამშრომლობის გამო, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა გურიასა და აჭარაში ოთხი პირი დააკავეს. მათი ბინების ჩხრეკისას ამოიღეს ხელყუმბარები, პისტოლეტები, საბრძოლო ტყვიები, ინფორმაციის ელექტრო მატარებლები და „ისლამური სახელმწიფოს დროშები“.

„როგორც ჩვენთვის ცნობილია, საქმეს „საიდუმლო“ გრიფი ადევს.  დეტალების დაკონკრეტება არ მინდა. თუმცა საქმეში არ არის  არც ერთი მტკიცებულება მათი კავშირისა ტერორიზმთან. შესაბამისად ამ საქმეზე მათ ბრალი არ აქვთ წაყენებული… მათ ბრალს ასაფეთქებელი ნივთიერებების შენახვაში დებენ“, — განუცხადა ჟურნალისტებს დაკავებულების ადვოკატმა ემზარ პაქსაძემ. 

რუშან აბიასოვი - Sputnik საქართველო
რატომ დაერქვა „ისლამურ სახელმწიფოს“ დაიში: ყველაფერს თავისი სახელი უნდა ეწოდოს

დაკავებულებს ბრალდება „ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და საბრძოლო მასალის „ მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებაში წაუყენეს. 

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას „დაქირავებულის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში ან საომარ მოქმედებებში“ მუხლით აწარმოებს, რაც კანონით 4-დან 6 წლამდე პატიმრობით ისჯება. 


ყველა ახალი ამბავი
0