ბელგია მადლობას უხდის საქართველოს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის

© facebook.com/mod.gov.geთინათინ ხიდაშელი სტევენ ვანდეპუსთან შეხვედრაზე
თინათინ ხიდაშელი სტევენ ვანდეპუსთან შეხვედრაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბელგიის თავდაცვის მინისტრი სტევენ ვანდეპუ მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების სწრაფვას. თინათინ ხიდაშელმა სტევენ ვანდეპუ საქართველოში მოიწვია.

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. ბელგიის თავდაცვის მინისტრმა სტევენ ვანდეპუმ ქართველ კოლეგას, თინათინ ხიდაშელს მადლობა გადაუხადა საქართველოს იმ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის გამო, რომლებიც ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით ტარდება, — იუწყება თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური. 

დღეისათვის ქართველი სამხედროები მონაწილეობენ ავღანეთში ნატოს სამშვიდობო მისიაში „გადამწყვეტი მხარდაჭერა“ და აგრეთვე ევროკავშირის სამხედრო მისიაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. 

მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში გაიმართა. ხიდაშელი ვანდეპუს პირველად შეხვდა თავდაცვის მინისტრის რანგში. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს და სამომავლო გეგმებიც დასახეს. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი გერმანელ ექსპერტებთან შეხვედრაზე - Sputnik საქართველო
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გერმანელ ექსპერტებთან შეხვედრა გამართა

„ამ ეტაპზე მინიმალურ დონეზე ვართ სტრატეგიულ თანამშრომლობაში და მოგვეცა შესაძლებლობა, ბელგიის თავდაცვის სამინისტროს მხრიდან კონკრეტული პროექტების მხარდაჭერა მოვიპოვოთ“, — განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

ბელგიის თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერა.  თინათინ ხიდაშელმა სტევენ ვანდეპუ საქართველოში მოიწვია. 

ქართული არმია - Sputnik საქართველო
თავდაცვის სამინისტრო: ქართველი სამხედროები სამშვიდობო მისიებისთვის მზად არიან

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი 19 ნოემბერს ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში ორკვირიან ტურნეში  გაემგზავრა. თავდა ცვის უწყების ხელმძღვანელი სიტყვით გამოვიდა ჰალიფაქსის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე და შეხვედრები გამართა ალბანეთის, ლიტვის, ნიდერლანდებისა და მაკედონიის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებთან. 

ამის შემდეგ თინათინ ხიდაშელი ნიუ–იორკში გაეროს შტაბბინას ეწვია, იქიდან კი გერმანიაში გაემგზავრა, სადაც გერმანელ ექსპერტებსა და პოლიტიკური ისტებლიშმენტის წარმომადგენლებს შეხვდა. ხიდაშელის ორკვირიანი ტურნე 3 დეკემბერს დასრულდება ბაქოში ვიზიტით. 


ყველა ახალი ამბავი
0