საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გერმანელ ექსპერტებთან შეხვედრა გამართა

© facebook.com/mod.gov.geსაქართველოს თავდაცვის მინისტრი გერმანელ ექსპერტებთან შეხვედრაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი გერმანელ ექსპერტებთან შეხვედრაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კოერბერის ფონდში შეხვედრის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი პოლიტიკისა და მეცნიერების ფონდის (Stiftung Wissenschaft und Politik) მიერ ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრო და გერმანელ ექსპერტებს ესაუბრა.

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. კანადისა და აშშ–ის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი გერმანიას ეწვია, სადაც წამყვან გერმანელ ექსპერტებთან შეხვედრა გამართა, — იუწყება პარასკევს, 27 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.

თავდაცვის მინისტრს კოერბერის ფონდში (Körber Foundation) ბერლინის ბიუროს ხელმძღვანელმა, ფონდის საერთაშორისო ურთიერთობების უფროსმა ნორა მიულერმა (Nora Müller) უმასპინძლა.

„შესაძლებლობა მოგვეცა გერმანიის წამყვან ექსპერტებთან ერთად გაგვევლო პრაქტიკულად ყველა ის საკითხი, რომელიც დღეს ჩვენს რეგიონს, ევროპას უსაფრთხოების თვალსაზრისით აწუხებს…  ვფიქრობ, რომ თანამშრომლობა, რომელიც დღეს დავიწყეთ, ძალიან პროდუქტიული იქნება“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

ქართული არმია - Sputnik საქართველო
თავდაცვის სამინისტრო: ქართველი სამხედროები სამშვიდობო მისიებისთვის მზად არიან

კოერბერის ფონდში შეხვედრის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი პოლიტიკისა და მეცნიერების ფონდის (Stiftung Wissenschaft und Politik) მიერ ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრო და გერმანელ ექსპერტებს ესაუბრა.

თავდაცვის მინისტრი 19 ნოემბერს ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში ორკვირიან ტურნეში გაემგზავრა.

ხიდაშელი სიტყვით გამოვიდა ჰალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმზე და ალბანეთის, ლიტვის, ნიდერლანდებისა და მაკედონიის თავდაცვითი უწყებების ხელმძღვანელებთან რიგი შეხვედრები გამართა. 

გარდა ამისა, ხიდაშელი ნიუ–იორკში გაეროს შტაბბინას ესტუმრა. მინისტრი ორკვირიან ტურნეს 3 დეკემბერს ბაქოში დაასრულებს. 


ყველა ახალი ამბავი
0