მარტყოფის მონასტრისაკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია წლის ბოლომდე მოხდება

© https://www.facebook.com/Martkopi-monastery-Gvtaebaმარტყოფის მონასტერი
მარტყოფის მონასტერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღნიშნული გზა VI საუკუნის ისტორიულ ძეგლთან - მარტყოფის ღვთაების ეკლესიასთან მიდის და ამიტომ ის ტურისტული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია.

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ვაზიანი-მარტყოფი-ნორიო-ღვთაების საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, რომელიც 30 წელზე მეტია არ შეკეთებულა წლის ბოლომდე დასრულდება, იტყობინება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

რემონტი გზებზე - Sputnik საქართველო
სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალს „PVD“ ტექნოლოგიით აგებენ

"სარეაბილიტაციო მონაკვეთი გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და 3 სოფელს: სააკაძეს, მარტყოფს და ნორიოს როგორც ერთმანეთთან, ასევე თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საერთაშორისო მნიშვნელობის გზასთან აკავშირებს. აღნიშნული გზა VI საუკუნის ისტორიულ ძეგლთან — მარტყოფის ღვთაების ეკლესიასთან მიდის და ამიტომ ის ტურისტული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია", — ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 ვაზიანი-მარტყოფი-ნორიო-ღვთაების საავტომობილო გზის 6,5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ითვალისწინებს ასფალტ-ბეტონის საფარის, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გასაჩერებელი მოედნებისა და ავტოპავილიონების მოწყობას. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ ხიდს და აშენდება კიდევ ერთი სახიდე გადასასვლელი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სავალი ნაწილის საფუძვლისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები - Sputnik საქართველო
საქართველოში 800 კმ საავტომობილო გზა შეკეთდა

 პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 5 მილიონ 333 ათას 330 ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოები  წლის ბოლოს დასრულდება.

 მარტყოფის ღვთაების მონასტერი მდებარეობს სოფ. მარტყოფის (გარდაბნის რაიონი) მახლობლად, თბილისიდან აღმოსავლეთით, 25-27 კილომეტრზე. ტყით დაფარულ იალნოს ქედზე. ღვთაების მონასტერი დაარსებულია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის მამა ანტონ მარტყოფელის მიერ VI საუკუნეში.

ქართული წერილობითი წყაროების თანახმად ამ ადგილს VI საუკუნემდე აკრიანი — ქვიანი ადგილი — რქმევია. ღვთაების მონასტრის გუჯარის თანახმად აქ ტაძარი ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასალს აუშენებია და ეპისკოპოსიც დაუსვამს. იგივე ცნობა დაცული აქვს პალტონ იოსელიანსაც. VI ს. პირველ ნახევარში აკრიანის მთებში დამკვიდრდა საქართველოში მოსული ასურელი მამებიდან ერთ-ერთი, ანტონ მარტყოფელი. იგი განცალკევებით, დაყუდებულ ცხოვრებას ეწეოდა, რის გამოც მას მარტომყოფელი უწოდეს, ხოლო ადგილმა სახელწოდებად მარტყოფი მიიღო. 


ყველა ახალი ამბავი
0