სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალს „PVD“ ტექნოლოგიით აგებენ

გამოწერა
პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით უკრაინული კომპანია “Road Building ALTCOM” ახორციელებს.

თბილისი, 26 ნოემბერი— Sputnik. სამტრედია–გრიგოლეთის პირველ, 11,5 კილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც ჭარბწყლიანი ნიადაგით ხასიათდება, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა  თანამედროვე „PVD“ ტექნოლოგიით მიმდინარეობს.

აღნიშნული  ტექნოლოგიის მიხედვით, გზის საფუძველ გრუნტში ვერტიკალური დრენაჟები (ფითილები) თავსდება, რომლებიც ნიადაგიდან წყლის გამოდევნას უზრუნველყოფს. აღნიშნული მეთოდი მომავალში გზის საფარის დეფორმაციის შესაძლებლობას ამცირებს, იტყობინება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

პროექტი ითვალისწინებს 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის,  8 სახიდე გადასასვლელისა და  27  ხელოვნური ნაგებობის მშენებლობას.  ამ დროისათვის, აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობს გზის საფუძვლის,  ხელოვნური ნაგებობებისა და  საკომუნიკაციო ქსელის  მოწყობის სამუშაოები.

გზის საფარის დაგება - Sputnik საქართველო
რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო გზის მონაკვეთი შეაკეთეს

სამტრედია-გრიგოლეთის გზის I მონაკვეთი ქალაქ სამტრედიას და სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ტოლებს, გორმაღალას, პირველ მაისსა და გაუწყინარს გაივლის.  

პროექტის დასრულების შემდეგ, მოძრაობა კომფორტული გახდება, გაიზრდება უსაფრთხოების დონე, შემცირდება საავტომობილო გადაზიდვების ხარჯი, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას.

პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით უკრაინული კომპანია “Road Building ALTCOM” ახორციელებს.


ყველა ახალი ამბავი
0