თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები დასრულდა, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
აღნიშნული გზის მონაკვეთი მაღალი ინტენსიობით გამოირჩევა და მის გამართულ ფუნქციონირებას დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის
აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელ მთავარ მაგისტრალზე ტრანსპორტის შეუფერხებელი მოძრაობისათვის.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსდა და მისი ღირებულებაა 1 მლნ 785 ათასი ლარი (744 ათასი აშშ დოლარი).
პროექტის ფარგლებში განახლდა გზის საფარი, შეკეთდა არსებული წყალგამტარი მილები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები, ავტოპავილიონები, გაბიონები, გზის გვერდულები, მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები; დამონტაჟდა საგზაო ნიშნები.