საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილებები მიიღო

© photo: courtesy of parliamentსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის თანახმად, საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი 120 მილიონი ლარით იზრდება და 7 520 მლნ ლარს შეადგენს.

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. პარლამენტმა 84 ხმით მიიღო კანონპროექტი „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

 პროექტის თანახმად, საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი 120 მილიონი ლარით იზრდება, იტყობინება საქართველოს პარლამენტი.

 პროექტის თანახმად ასევე, 45.0 მლნ ლარით იზრდება პრივატიზაციიდან მისაღები შემოსულობები. სახელმწიფო ვალის აღების მაჩვენებელი 293 მლნ ლარით მცირდება, მათ შორის, 185 მლნ ლარით მცირდება სახაზინო ვალდებულებების სახით მისაღები შემოსულობები, ხოლო 108.0 მლნ ლარით მცირდება საგარეო წყაროებიდან მისაღები კრედიტები.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა

 წარმოდგენილი ცვლილებებით: —ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 96.0 მლნ ლარით, „ჯანმრთელობის საყოველთაო დაცვის“ პროგრამის შეუფერხებელი განხორციელების მიზნით; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება მცირდება 76.0 მლნ ლარით, მათ შორის საბიუჯეტო სახსრების ნაწილში 15.0 მლნ ლარით, ხოლო საინვესტიციო კრედიტების ნაწილში 64.0 მლნ ლარით, ამასთან საინვესტიციო გრანტების ნაწილში იზრდება 3.0 მლნ ლარით; სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება ჯამში მცირდება 5.0 მლნ ლარით (მათ შორის ლიზინგის ვალდებულების დასაფინანსებლად ემატება 4.0 მლნ ლარი, ხოლო ირიგაციისა და დრენაჟის სისტემების გაუმჯობესება (WB) მცირდება 9.0 მლნ ლარით); 15.0 მლნ ლარით იზრდება საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი, წლის ბოლომდე არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით („საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, მიღწეული შედეგების მიხედვით, სპორტსმენთა დაჯილდოებისთვის საჭიროა 7.0 მლნ ლარამდე). 15.0 მლნ ლარით იზრდება „წინა წლებში წარმოქმნილი და დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი“, რაც გამოწვეულია წინა წლებში საერთაშორისო დავების დასრულების შედეგად წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვით.

ნოდარ ხადური - Sputnik საქართველო
ფინანსთა სამინისტრომ 10 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარმოადგინა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის 1986 წლის კლასიფიკაციის მიხედვით, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში დეფიციტის მაჩვენებელი უცვლელი რჩება.


ყველა ახალი ამბავი
0