თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ნაერთ ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლებმა 2015 წლის იანვარ–ოქტომბერში 6 მლრდ 526 მლნ ლარი შეადგინა, რაც 641 მლნ ლარით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, — განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომაზე 2015 წლის 10 თვის ბიუჯეტის შესრულებაზე ანგარშის წარდგენისას.
„იანვარ-ოქტომბერში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 6 მილიარდ 526 მილიონი ლარი შეადგინა, რაც შარშანდელ შესაბამის პერიოდს 641 მილიონი ლარით აღემატება. 6 ნოემბრის საღამოს მდგომარეობით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების სახით უკვე მიღებულია 6 მილიარდ 641 მილიონი ლარი, რაც წლიური გეგმის 85 პროცენტია“, — განაცხადა მინისტრმა.
ნოდარ ხადურის თქმით, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულია 605 მლნ ლარით მეტი საგადასახადო შემოსავლები.
ფინანსთა მინისტრმა იქვე დაამატა, რომ საანგარიშო პერიოდში განხორციელებულია 7 მლრდ 710 მლნ ლარის ოდენობის ასიგნირება, ხოლო კაპიტალურ პროექტებზე ხარჯებმა 2015 წლის იანვარ–ოქტომბერში 1 მლრდ 226 მლნ ლარი შეადგინა.