საქართველოდან ექსპორტი იანვარ–ოქტომბრის პერიოდში 24%–ით შემცირდა

© http://epn.ge/საზღვაო ხომალდი
საზღვაო ხომალდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საანგარიშო პერიოდში საქართველოს ექსპორტის სტრუქტურაში ძირითადი ადგილი უკავია ფეროშენადნობებს, მსუბუქ ავტომობილებს, შავი ლითონის ჯართს, დამუშავებულ და ნახევრადდამუშავებულ ოქროსა და თხილს.

თბილისი, 27ნოემბერი — Sputnik. 2015 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში, 2014 წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით, საქართველოდან ექსპორტის მოცულობა 24%-ით შემცირდა და 1 მლრდ 832 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება „საქსტატი“.

ამ პერიოდში საქართველოს ექსპორტის სტრუქტურაში ძირითადი ადგილი უკავია ფეროშენადნობებს, მსუბუქ ავტომობილებს, შავი ლითონის ჯართს, დამუშავებულ და ნახევრადდამუშავებულ ოქროსა და თხილს.

პირველ ადგილზეა მადნები და კონცენტრატები, რომლებიც 2015 წლის იანვარ–ოქტომბრის პერიოდში გატანილია 207,2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების (2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10,1 მლნ აშშ დოლარით ნაკლები), რაც ექსპორტის საერთო მოცულობის 11,3%-ს შეადგენს.

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14%–ით დაეცა

მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები, რომლებიც ამ პერიოდში გატანილია 167,1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების (2014 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდთან შედარებით 83,7 მლნ აშშ დოლარით ნაკლები), რაც საქართველოს ექსპორტის საერთო მოცულობის 9,1%-ია.

ექსპორტის სტრუქტურაში მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები. 2015 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში გავიდა 154,4 მლნ აშშ დოლარის ღირებულის მსუბუქი ავტომობილი (2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 301,2 მლნ აშშ დოლარით ნაკლები), რაც საქართველოს ექსპორტის საერთო მოცულობის 8,4%-ია.

მოცემულ პერიოდში გატანილია 145 მლნ აშშ დოლარის ღირებულების (2014 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდთან შედარებით 7,8 მლნ აშშ დოლარით მეტი) თხილი, რაც საქართველოს ექსპორტის საერთო მოცულობის 7,9%-ს შეადგენს.

ქართული ღვინის გამოფენა - Sputnik საქართველო
საქართველოდან ღვინის ექსპორტი 43%-ით შემცირდა

სამკურნალო საშუალებების ექსპორტმა საანგარიშო პერიოდში 109,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (2014 წლის იანვარ–ოქტომბრის პერიოდთან შედარებით 36 მლნ აშშ დოლარით მეტი), რაც საქართველოს მთლიანი ექსპორტის 6%–ია.

მოცემულ პერიოდში ექსპორტზე გატანილია 100,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აზოტის სასუქები (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10,6 მლნ აშშ დოლარით ნაკლები), რაც საქართველოს ექსპორტის საერთო მოცულობის 5,5%-ია.

აღნიშნულ პერიოდში გატანილია 75,9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ნატურალური ყურძნის ღვინო (2014 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდთან შედარებით 75 მლნ აშშ დოლარით ნაკლები) რაც ექსპორტი საერთო მოცულობის 4,1%-ს შეადგენს.

მოცემულ პერიოდში გატანილია  67 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მინერალური წყლები (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ აშშ დოლარით ნაკლები), რაც საქართველოს ექსპორტის საერთო მოცულობის 3,7%-ია.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0