საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14%–ით დაეცა

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპორტმა 1 მლრდ 459 მლნ დოლარი (24%–ით ნაკლები) შეადგინა, იმპორტმა კი 4 მლრდ 937 მლნ აშშ დოლარი (10 %–ით ნაკლები).

თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2015 წლის იანვარ–აგვისტოს მონაცემებით, 6 მლრდ აშშ დოლარი შეადგენა, რაც 14%–ით ნაკლებია 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.

საანგარიშო პერიოდში ექსპორტი 1 მლრდ 459 მლნ დოლარი (24%–ით ნაკლები) იყო, იმპორტი კი 4 მლრდ 937 მლნ აშშ დოლარი (10 %–ით ნაკლები).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-აგვისტოში 3478 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 54%–ია.


ყველა ახალი ამბავი
0