"ნატალი ტურსის" პრეზიდენტმა თურქეთის საგზურების გაყიდვის შეჩერება განმარტა

გამოწერა

რუსული ტურკომპანიის "ნატალი ტურს" პრეზიდენტი, რომელმაც სუ–24–ის ინციდენტის შემდეგ თურქეთში ტურების გაყიდვები შეაჩერა, მიიჩნევს, რომ სიტუაციიდან გამომდინარე ოპერატორებს არ შეუძლიათ რუსებს ამ ქვეყანაში უსაფრთხო დასვენების გარანტია მისცენ.

პუტინმა რუსულ სუ–24–ზე თურქეთის სამხედრო–საჰაერო ძალების შეტევას ზურგში დარტყმა უწოდა - Sputnik საქართველო
პუტინმა რუსულ სუ–24–ზე თურქეთის სამხედრო–საჰაერო ძალების შეტევას "ზურგში დარტყმა" უწოდა
 დიდმა რუსულმა ტუროპერატორმა "ნატალი ტურს" 24 ნოემბრიდან არასტაბილური პოლიტიკური სიტუაციის გამო თურქეთის მიმართულებით საგზურების გაყიდვის შეწყვეტის შესახებ განაცხადა, იუწყება რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია კომპანიის პრეს–სამსახურზე დაყრდნობით.

"ჩვენ რუსების დასვენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრინციპით ვხელმძღვანელობდით. სამწუხაროდ, ის სიტუაცია, რომელიც ამ მიმართულებით ვიტარდება, არ გვაძლევს რუსების დასვენების უსაფრთხოების გარანტიას", – ინტერვიუში განმარტა "ნატალი ტურსის" პრეზიდენტმა ვლადიმერ ვორობიევმა.

თურქეთმა და ნატომ პასუხი აგონ! – მოსკოველები ჩამოგდებული სუ–24–ის გამო მიტინგს მართავენ - Sputnik საქართველო
"თურქეთმა და ნატომ პასუხი აგონ!" – მოსკოველები ჩამოგდებული სუ–24–ის გამო მიტინგს მართავენ
 მან ასევე დაამატა, რომ რუსებისათვის ყველაზე პოპულარული თურქული მიმართულეების საგზურების გაყიდვების შეჩერება შესაძლოა საზღვარგარეთ ტურზიმით დაკავებული კომპანიისათვის რისკის სერიოზული ფაქტორი აღმოჩნდეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ტურიზმის ფედერალური სააგენტო სამშაბათს რუსებს თურქეთში მოგზაურობისაგან თავის შეკავებას ურჩევდნენ. მოგვიანებით რუსტურიზმმა ტუროპერატორებს ამ ქვეყნის საგზურების გაყიდვა აუკრძალა. ზოგიერთმა დიდმა სააგენტომ თურქეთის მიმართულებით საგზურების გაყიდვა ამ რეკომენდაციებს გაცემამდევე შეწყვიტა.

რუსული თვითმფრინავი სუ–24 სირიაში 24 ნოემბერს ჩამოვარდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თვითმფრინავი თურქულმა ფ–16–მა სირიის ტერიტორიაზე "воздух-воздух" ტიპის რაკეტით ჩამოაგდო და ის სირიაში თურქეთის საზღვრიდან ოთხი კილომეტრის დაშორებით ჩამოვარდა. პილოტებმა შეძლეს კატაპულტირება, ერთ–ერთი მათგანი ხმელეთიდან გახსნილ ცეცხლს შეეწირა. თრქულმა მხარემ რუსული ბომბარდირების მიერ საზღვრის დარღვევის შესახებ გააკეთა განცხადება.

ყველა ახალი ამბავი
0