"თურქეთმა და ნატომ პასუხი აგონ!" – მოსკოველები ჩამოგდებული სუ–24–ის გამო მიტინგს მართავენ

გამოწერა

მოსკოველებმა საპროტესტო აქციაზე თურქეთს რუსული ჩამოგდებული თვითმფრინავი სუ–24–ის ინციდენტთან დაკავშირებით პასუხისგება მოსთხოვეს. მათ ასევე შეასრულეს სროფი სიმღერიდან "Священная война". ღონისძიებაში დაახლოებით 100 ადამიანი მონაწილეობდა.

საპროტესტო აქცია თურქეთის სამხედრო–საჰაერო ძალების ქმედებების წინააღმდეგ, რომელმაც რუსული სუ–24 ჩამოაგდო, 24 ნოემბერს მოსკოვში თურქეთის საელჩოსთან ჩატარდა. მომიტინგეები სკანდირებდნენ: "ეს თურქეთის მიერ ზურგში დარტყმაა", "თურქეთმა და ნატომ პასუხი აგონ", ასევე ყვიროდნენ სხვა ლოზუნგებს.

აქცია 1.5 საათი გაგრძელდა. წესრიგს დაახლოებით 20 პოლიციელი უზრუნველყოფდა.

სამშაბათს სირიაში რუსული თვითმფრინავი სუ–24 ჩამოვარდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თვითმფრინავი თურქულმა ფ–16–მა სირიის ტერიტორიაზე "воздух-воздух" ტიპის რაკეტით ჩამოაგდო და ის სირიაში თურქეთის საზღვრიდან ოთხი კილომეტრის დაშორებით ჩამოვარდა. რუსეთის პრეზიდენტმა ამ ქმედებას ტერორისტების თანამოაზრეების მხრიდან "ზურგში დარტყმა" უწოდა.

ყველა ახალი ამბავი
0