სესიაშვილი: ისლამისტებმა საქართველოდან 50 ადამიანი გადაიბირეს

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშისამხედრო სწავლებები პანკისში
სამხედრო სწავლებები პანკისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ისლამური სახელმწიფოს“ მიერ გადაბირებულ მოქალაქეთა რაოდენობის შემცირება ანტიტერორისტული კანონმდებლობის გამკაცრებამ გამოიწვია, მიიჩნევს პარლამენტის დეპუტატი. თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ მიუხედავად მიღებული ზომებისა, დაზღვეული არავინაა.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. ბოლო ინფორმაციით, ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გასაწევრიანებლად საქართველოდან სირიაში 50 ადამიანი გაემგზავრა, — განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა.

ივნისში პანკისის ხეობაში ქართულმა სპეცსამსახურებმა ხუთი ადამიანი დააკავეს, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში არიან ეჭვმიტანილნი. მათ შორისაა სალაფიტი იმამი აიუბ ბორჩაშვილი, რომელსაც ახმეტის რაიონის ახალგაზრდობის რადიკალიზაციაში არცთუ მცირე როლი აქვს შესრულებული. გარდა ამისა, ცნობილია, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი აბუ უმარ აშ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი, საქართველოს მოქალაქეა.

დაპატიმრება - Sputnik საქართველო
ბორჩაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე პატიმრობაში დარჩება

 „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ გადაბირებულთა ქვეყნიდან გასვლის ტენდენცია მცირდება. რუსეთიდან [სირიაში] 4 000 მოქალაქე გაემგზავრა, საფრანგეთიდან —1600, ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან — 400-600, ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანიდან — 400, ხოლო საქართველოდან, ბოლო მონაცემებით — 50 ადამიანი“, — განაცხადა სესიაშვილმა.

 „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ გადაბირებულ მოქალაქეთა რაოდენობის შემცირება ანტიტერორისტული კანონმდებლობის გამკაცრებამ გამოიწვია, მიიჩნევს პარლამენტის დეპუტატი. თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ მიუხედავად მიღებული ზომებისა, დაზღვეული არავინაა.

„რიგ შემთხვევებში ადამიანები, რომელთაც გარკვეულ რადიკალურ რელიგიურ მიმართულებებთან კავშირი არა აქვთ, ტოვებენ ქვეყანას, მით უმეტეს, რომ თურქეთში ჩვენს მოქალაქეებს ჩასვლა პირადობის მოწმობით შეუძლიათ“, — დასძინა დეპუტატმა.

ტერორისტი - Sputnik საქართველო
მედია ფრთხილად უნდა იყოს ტერორისტთა მიმართვების ამსახველი ვიდეოების გავრცელებისას

2015 წლის დასაწყისში საქართველოს პარლამენტმა ანტიტერორისტული კანონმდებლობა გაამკაცრა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ახალი ნორმებით, სასჯელი (6–დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა) გათვალისწინებულია არა მხოლოდ საერთაშორისო ტერორიზმში მონაწილეობისთვის, არამედ საზღვარგარეთ ტერორისტულ საქმიანობაში, მის დაგეგმვასა და მომზადებაში, სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის მიზნით გამგზავრებისთვისაც.  

სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება ასევე ტერორისტული საქმიანობისკენ პირდაპირი ან ირიბი მოწოდება. რიგ შემთხვევებში მსგავსი დანაშაულებისთვის სასჯელის უმაღლესი ზომა — უვადო პატიმრობაცაა გათვალისწინებული.


ყველა ახალი ამბავი
0