ISIS–მა დანაკარგები განიცადა დეირ–ეზ–ზორში, რაქასა და ალეპოში

© Министерство обороны РФ / გადასვლა მედიაბანკშიავიადარტყმები "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებზე
ავიადარტყმები ისლამური სახელმწიფოს პოზიციებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის სამხედრო–კოსმოსური ძალების სარაკეტო შეტევების შედეგად ტერორისტულმა დაჯგუფებებმა სერიოზული დარტყმა მიიღეს იდლიბის პროვინციის სერაკაბესა და ჰამას პროვინციის ქალიათ–ელ–მუდიკში.

თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. ბოლო ორ დღეში სირიელ ტერორისტებს დეირ–ეზ–ზორში, რაქასა და ალეპოში დიდი დარტყმა მიადგათ, — განაცხადა რუსეთს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა.

„ბაღდადის საინფორმაციო ცენტრიდან ჩვენთან შემოსული ინფორმაციის თანახმად, ტერორისტებმა ყველაზე სერიოზული დანაკარგი განიცადეს  დეირ–ეზ–ზორში, რაქასა და ალეპოში“, — თქვა მან. 

კონაშენკოვის თქმით, ალეპოს დასახლებულ პუნქტში რუსული ავიაციის დარტყმების შედეგად სრულადაა განადგურებული ბანდფორმირებების მართვის სისტემა. ტერორისტები დეზორგანიზებულები არიან და მათ მიერ კონტროლირებადი რაიონების სიღრმეში ინაცვლებენ — ცდილობენ ახალ საზღვრებში გამაგრდნენ. 

რუსული ავიაციის სამხედრო გაფრენები - Sputnik საქართველო
რუსეთმა უქმეებზე სირიაში ტერორისტების 472 ობიექტს შეუტია

როგორც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განმარტა, რუსეთის სამხედრო–კოსმოსური ძალების სარაკეტო შეტევების შედეგად ტერორისტულმა დაჯგუფებებმა სერიოზული დარტყმა მიიღეს იდლიბის პროვინციის სერაკაბესა და ჰამას პროვინციის ქალიათ–ელ–მუდიკში. 

რუსეთის საჰაერო–კოსმოსური ძალების რაკეტმზიდები საბრძოლოს გაფრენამდე საწვავით მომარაგდნენ - Sputnik საქართველო
რუსეთის საჰაერო–კოსმოსური ძალების რაკეტმზიდები საბრძოლოს გაფრენამდე საწვავით მომარაგდნენ

„ამ რაიონებში ბანდფორმირებების დიდმა ნაწილმა, მიუხედავად მეთაურთა მუქარისა, თვითნებურად დატოვა დაკავებული პოზიციები, მოიშორეს „ისლამური სახელმწიფოსა“ და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების სიმბოლიკა და გამოიცვალეს ტანსაცმელი, რათა ადგილობრივ მოსახლეობაში გაითქვიფონ“, — დაამატა კონაშენკოვმა. 

მანვე აღნიშნა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელთ აქვს გასულ კვირაში ჩატარებული საჰაერო ოპერაციის ობიექტური კონტროლის მონაცემები. „ეს მონაცემები მოწმობს [ოპერაციის] მაღალ ეფექტურობასა და სირიის მთელ ტერიტორიაზე ტერორისტებისთვის მიყენებულ მნიშვნელოვან ზარალზე“, — დაასკვნა კონაშენკოვმა. 

 


ყველა ახალი ამბავი
0