შორი ავიაციის სტრატეგიული რაკეტმზიდები სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტების წინააღმდეგ რუსეთის საჰაერო–კოსმოსური ძალების ოპერაციის ფარგლებში საბრძოლო დავალებებს ასრულებენ. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ მარაგდებოდა საწვავით ღამით გაფრენისას ტუ–160.
სტრატეგიულმა რაკეტმზიდებმა ტუ–160
და ტუ95მს ბოლო ოთხი დღე–ღამის განმავლობაში ჰაერში 20–ზე მეტი საათი გაატარეს სირიაში საჰაერო ოპერაციისას. ამის შესახებ ქვეყნის უზენაეს მთავარსარდალს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეატყობინა ავიაჯგუფის ესკადრილიის მეთაირმა პოდპოლკოვნიკმა ტროფიმ კაპშამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ორმა ტუ–160–მა ოლენის აეროდრომიდან აფრენისას ჰაერში განახორციელეს საწვავით მომარაგება, გადალახეს 9,5 ათასი კილომეტრი და ხმელთაშუა ზღვის რაიონიდან უზუსტესი ფრთოსანი რაკეტებით შეუტიეს სირიაში ტერორისტების ობიექტებს. ამავდროულად შეტევა ხორციელდებოდა ბარნცისა და ნორვეგიის ზღვებზეც, ატლანტიკის ოკეანის ჩრდილო–აღმოსავლეთ ნაწილზე და გიბრალტარის სრუტეზე.
30 სექტემბრიდან რუსეთმა
პრეზიდენტ ბაშარ ასადის მოთხოვნით დაიწყო საჰაერო წერტილოვანი დარტყმების განხორციელება "ისლამური სახელმწიფოს" და "ჯებჰათ ან–ნუსრის" ობიექტებზე სირიაში. ამ დროისათვის საჰაერო–კოსმოსურმა ძალებმა 2289 საბრძოლო გაფრენა შეასრულეს და 4111 სარაკეტო–საბრძოლო შეტევა განახორციელეს ბოევიკების ინფრასტრუქტურის ძირითად ობიექტებზე, სამხედრო ტექნიკასა და ცოცხალ ძალაზე. განადგურებულია 562 სასარდლო პუნქტი, ტერორისტთა მოსამზადებელი 64 ბანაკი, შეიარაღებისა და საბრძოლო მასალებისა 54 ქარხანა და სხვა ობიექტები.