რუსეთმა უქმეებზე სირიაში ტერორისტების 472 ობიექტს შეუტია

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშირუსული ავიაციის სამხედრო გაფრენები
რუსული ავიაციის სამხედრო გაფრენები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბრძოლო ამოცანის შესრულების შემდეგ ყველა რუსული თვითმფრინავი „ჰმეიმიმის“ ავიაბაზაზე უვნებლად დაბრუნდა, — განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა.

თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. გასულ ორ დღე–ღამეში რუსული ავიაჯგუფის თვითმფრინავებმა სირიაში 141 საბრძოლო გაფრენა შეასრულეს და ტერორისტების ობიექტებზე 472 დარტყმა განახორციელეს, — განაცხადა ორშაბათს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ–მაიორმა იგორ კონაშენკოვმა. 

„რუსეთის სამხედრო–კოსმოსური ძალების თვითმფრინავებმა სირიაში 141 საბრძოლო გაფრენა შეასრულეს და ტერორისტების 472 ობიექტს შეუტიეს ალეპოს, დამასკის, იდლიბის, ლატაკიის, ჰამას, ჰომსის, რაქასა და დეირ–ეზ–ზორის პროვინციებში“, — განაცხადა კონაშენკოვმა.

მისი თქმით, გასულ ორ დღე–ღამეში რუსული ავიჯგუფი განაგრძობდა სამიზნეების აქტიურ დაზვერვასა და სირიაში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფებების ობიექტებზე ცალკეულ შეტევებს.

როგორც სამხედრო უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, საბრძოლო ამოცანის შესრულების შემდეგ ყველა რუსული თვითმფრინავი „ჰმეიმიმის“ ავიაბაზაზე უვნებლად დაბრუნდა.

რუსეთი, პრეზიდენტ ბაშარ ასადის თხოვნის საფუძველზე, 30 სექტემბრიდან  წერტილოვან ავიადარტყმებს ახორციელებს „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე. რუსეთის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოევიკებმა, რომლებმაც იარაღისა და სამხედრო ტექნიკის უდიდესი ნაწილი დაკარგეს სირიის არმიასთან შეტაკებისას, უკან დახევა დაიწყეს. 

 

ყველა ახალი ამბავი
0