პუტინმა სირიასთან დაკავშირებით შოიგუს ანგარიში მოისმინა და სამხედროებს მადლობა გადაუხადა

გამოწერა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან თათბირი გამართა, სადაც მას შურისძიების ოპერაციის პირველი ოთხი დღის შეჯამების შესახებ ანგარიში ჩააბარეს, რომელსაც რუსეთის საჰაერო–კოსმოსური ძალები ატარებენ სირიაში.

ბოლო დღეებს განმავლობაში 

Airbus A321–ის კატასტროფის ადგილი ეგვიპტეში - Sputnik საქართველო
თვითმფრინავის ტერაქტი, როგორც ჩანს, სირიის გამო შურისძიება იყო

რუსეთის საჰაერო–კოსმოსურმა ძალებმა სირიაში 522 გაფრენა განახორციელეს, შესრულდა 101 ფრთოსნი რაკეტის გაშვება და ჩამოვარდა 1400 ტონა სხვადასხვა დანიშნულების ჭურვები, განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართული ვიდეოკონფერენციის დროს.

"სულ განადგურდა მოწინააღმდეგის 826 ობიექტი. ძირითადად ძალისხმევა "ისის–ის" ბაზის ფინანსურ–ეკონომიკურ ნგრევაზეა მიმართული. განადგურდა ნავთობის 15 შემნახველი და გადამამუშავებელი ობიექტი, 525 ავტოცისტერნა, შეწყვეტილია "შავ ბაზარზე" დღე–ღამეში 60 ათასი ტონა ნავთობის მიწოდება, ტერორისტებმა დღიური 1,5 მილიონი დოლარის ზარალი განიცადეს", – აღნიშნა მან.

ვლადიმერ პუტინმა მადლობა გადაუხადა სამხედროებს გაწეული სამსახურისათვის და იმედი გამოტქვა, რომ შემდეგი ეტაპებიც ასე ხარისხიანად ჩატარდება.

"აღვნიშნავ, რომ ეს ჯერ არ არის საკმარისი, რათა სირია ტერორისტებისა და ბოევიკებისგან გაიწმინდოს და რუსეთი შესაძლო ტერორისტული აქტებისგან დაცული იყოს", – დაამატა სახელმწიფოს სარდალმა.

30 სექტემბრიდან პრეზიდენტ ბაშარ ასადის მოთხვნით რუსეთმა სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" ობიექტებზე წერტილოვანი დარტყმების განხორციელება დაიწყო, სადაც იყენებმა შემტევ თვითმფრინავებს სუ–25, საფრონტო ბომბარდირებს სუ–24მ, სუ–34, სიმაღლიდან მათ აზღვევდნენ გამანადგურებლები სუ–30მ. ნოემბრის შუა პერიოდში ასევე ჩაერთო რუსული სტრატეგიული ავიაცია – თვითმფრინავები ტუ–160, ტუ–95მს და ტუ–22მ3.

ყველა ახალი ამბავი
0