თვითმფრინავის ტერაქტი, როგორც ჩანს, სირიის გამო შურისძიება იყო

© photo: Sputnik / Максим Григорьев/ТАСС/POOL / გადასვლა მედიაბანკშიAirbus A321–ის კატასტროფის ადგილი ეგვიპტეში
Airbus A321–ის კატასტროფის ადგილი ეგვიპტეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ისლამისტების ქმედებაზე სწორი პასუხი ერთადერთია — კიდევ უფრო მტკიცე ძალისხმევა ტერორიზმთან ბრძოლაში, — განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი გამოწვევებისა და საფრთხეების დეპარტამენტის უფროსმა ილია როგაჩევმა.

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. ტერაქტი რუსულ თვითმფრინავში, როგორც ჩანს, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთის მონაწილეობაზე ისლამისტების შურისძიებაა, — განაცხადა ილია როგაჩევმა.

„შესაძლოა, ეს შურისძიებაა სირიაში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში ჩვენი მონაწილეობის გამო. მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ თუ ზომებს არ მივიღებთ, ტერორისტული საფრთხე ჩვენთვის კიდევ უფრო სერიოზულ მასშტაბებს შეიძენს. ხომ არ დაველოდებით, როდის დაგვიკაკუნებენ კარზე — პირდაპირი მნიშვნელობით — ისლამისტები? დარწმუნებული ვარ, რომ სწორი პასუხი ერთადერთია: კიდევ უფრო მტკიცე ძალისხმევა ტერორიზმთან ბრძოლაში; უნდა ამოიკვეთოს ეს სიმსივნე, სანამ მას „მხოლოდ“ სირიის ნახევარი და თითქმის ნახევარი ერაყი აქვს დაპყრობილი“, — განაცხადა მან გაზეთ „კომერსანტთან“ ინტერვიუში.

რუსული და საბჭოთა ავიაციის ისტორიაში უმსხვილესი ავიაკატასტროფა მოხდა 31 ოქტომბერს, როდესაც რუსული ლაინერი Airbus A321 აფრენიდან 23 წუთში ჩამოვარდა ეგვიპტეში. თვითმფრინავში 224 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა დაიღუპა. რუსეთის უშიშროების სამსახურმა სამშაბათს განაცხადა, რომ ეს ტერაქტი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0