IFC თბილისში ენერგოეფექტური საცხოვრებელი ბინების მშენებლობას უწყობს ხელს

© https://www.facebook.com/AdjaraGovGe?fref=tsბათუმი. Orbi Beach Tower
ბათუმი. Orbi Beach Tower - Sputnik საქართველო
გამოწერა
„m2 რეზიდენშლ“ გამოყოფილი სახსრებით 1 800–მდე ენერგოეფექტური ბინის აშენებას აპირებს, რომელიც ელექტროენერგიის, წყლისა და სამშენებლო მასალების უფრო ეფექტურ გამოყენებას მოიაზრებს.

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია, სს „m2უძრავ ქონებას“ საშუალებას მისცემს, თბილისში განავითაროს ენერგოეფექტური და ხელმისაწვდომი მშენებლობები, იუწყება IFC–ის თბილისის ოფისი.

კერძოდ, IFC–მ „m2უძრავი ქონების“ შვილობილ კომპანიას, შპს “m2 რეზიდენშალს” 23 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი გამოუყო. აღნიშნული ინვესტიცია ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან დეველოპერულ კომპანიას საშუალებას მისცემს, თბილისში განავითაროს და გააფართოვოს ენერგოეფექტური, ე.წ. „მწვანე“ მშენებლობები და ხელმისაწვდომი გახადოს საშუალო შემოსავლიანობის მქონე მოსახლეობისთვის.

გლდანი - Sputnik საქართველო
თბილისში საცხოვრებელ კორპუსებზე მზის პანელებს დააყენებენ

 აღნიშნული დაფინანსება ასევე ხელს შეუწყობს ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნასა და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას აღნიშნეს  IFC–ში.

 „m2 რეზიდენშლ“ გამოყოფილი სახსრებით 1 800–მდე ენერგოეფექტური ბინის აშენებას აპირებს, რომელიც ელექტროენერგიის, წყლისა და სამშენებლო მასალების უფრო ეფექტურ გამოყენებას მოიაზრებს, შესაბამისად შემცირდება გარემოსა და ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების ფაქტორები.

IFC-ის დაფინანსება ასევე მოიცავს 11.5 მილიონ აშშ დოლარს, რომელიც მოზიდულ იქნა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპული ფონდისაგან „Green for Growth Fund“ (GGF). 

კომპანია „m2–უძრავი ქონება“ 2006 წელს დაფუძნდა. მას საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. კომპანიის ძირითადი ბიზნეს–მიმართულებებია უძრავი ქონების განვითარება და ქონების მართვა. 

დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ სამშენებლო ბაზარზე გამოჩენის დღიდან აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, საიდანაც მაღალი ნდობის და სტაბილურობის ხარჯზე იზიდავს ფინანსურ სახსრებს. IFC-მ 2013 წელს, 14 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზი გამოყო, საიდანაც 4 მილიონი აშშ დოლარი IFC-ის კანადის კლიმატური ცვლილების პროგრამის ფარგლებში გამოიყო. 

თბილისი - Sputnik საქართველო
IFC ბანკ „რესპუბლიკას“ 30 მლნ დოლარს გამოუყოფს

აღნიშნული დაფინანსებით საქართველოში პირველი ენერგოეფექტური საცხოვრებელი პროექტები განხორციელდა. დეველოპერულმა კომპანიამ IFC-ის მიერ გამოყოფილი დაფინანსება წინსწრებით დაფარა. 2018 წლის ბოლომდე, კომპანია „m2 უძრავი ქონება“ საერთო ჯამში 2 000-ზე მეტი საცხოვრებელი ბინის აშენებას გეგმავს.  

საქართველო IFC-ის წევრი 1995 წელს გახდა. მას შემდეგ, IFC-ის გრძელვადიანმა ინვესტიციებმა საქართველოში 1 მილიარდი აშშ დოლარზე მეტი შეადგინა სხვადასხვა სექტორის 52 პროექტში. ამ თანხიდან 362 მილიონი აშშ დოლარი პარტნიორებისგან იქნა მოზიდული. გარდა ამისა, IFC-მ 300 მილიონი აშშ დოლარამდე ღირებულების სავაჭრო ტრანზაქციებს შეუწყო ხელი სავაჭრო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში. IFC საქართველოში ასევე ახორციელებს საკონსულტაციო პროექტებს, რომლებიც კერძო სექტორის განვითარებას ისახავს მიზნად.


ყველა ახალი ამბავი
0