სირიელი სამხედროები დამასკის ბოევიკების მიერ დაკავებულ გარეუბანში შევიდნენ

გამოწერა

სირიის არმია განაგრძობს ქალაქ დუმას ჩრდილოეთ ნაწილებში, სტრატეგიულ დასახლებულ პუნქტში ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლას, რომელიც დამასკიდან 10 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. იხილეთ ბრძოლის ამსახველი ვიდეო.

ბოევიკები სირიულ დუმაში სიმაგრეში დაბანაკდნენ. 2 დღის წინ სახელმწიფო არმიამ ქალაქის ზოგიერთ რაიონზე კონტროლის დაბრუნება შეძლო. დუმა სტრატეგიული ქალაქია, რომელიც დამასკის ჩრდილო–აღმოშავლეთით 10 კილომეტრში მდებარეობს, ზღვის დონიდან 660 მეტრზე.

30 სექტემბრიდან რუსეთმა პრეზიდენტ 

ბაშარ ასადი - Sputnik საქართველო
ასადი მიიჩნევს, რომ თურქეთი სირიის კრიზისში უარყოფით როლს ასრულებს

ბაშარ ასადის მოთხოვნით დაიწყო საჰაერო წერტილოვანი დარტყმების განხორციელება "ისლამური სახელმწიფოს" და "ჯებჰათ ან–ნუსრის" ობიექტებზე სირიაში. ამ დროისათვის საჰაერო–კოსმოსურმა ძალებმა 2289 საბრძოლო გაფრენა შეასრულეს და 4111 სარაკეტო–საბრძოლო შეტევა განახორციელეს ბოევიკების ინფრასტრუქტურის ძირითად ობიექტებზე, სამხედრო ტექნიკასა და ცოცხალ ძალაზე. განადგურებულია 562 სასარდლო პუნქტი, ტერორისტთა მოსამზადებელი 64 ბანაკი, შეიარაღებისა და საბრძოლო მასალებისა 54 ქარხანა და სხვა ობიექტები.

ყველა ახალი ამბავი
0