პაატა ბურჭულაძე შესაძლოა პოლიტიკოსი გახდეს

© photo: Sputnik / Игорь Михалев / გადასვლა მედიაბანკშიპაატა ბურჭულაძე
პაატა ბურჭულაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბურჭულაძე გამოტყდა, რომ ახალი ფონდის განვითარების მიზნით, მომავალი წლისთვის ყველა კონტრაქტზე უარი თქვა.

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. ცნობილმა საოპერო მომღერალმა და მეცენატმა პაატა ბურჭულაძემ არ გამორიცხა, რომ პოლიტიკური საქმიანობით დაკავდეს. 

გასულ კვირას ბურჭულაძემ ახალი საზოგადოებრივ–პოლიტიკური ორგანიზაცია „საქართველოს განვითარების ფონდის“ დაარსების თაობაზე განაცხადა. კიდევ უფრო ადრე ის ამბობდა, რომ არ გამორიცხავს პოლიტიკაში მოსვლას იმ შემთხვევაში, თუ ეს ქვეყანას დასჭირდება და საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ლოცვა–კურთხევაც ექნება. 

„არასდროს მიფიქრია, ვყოფილიყავი ოპერის მომღერალი, მაგრამ ცხოვრებამ ასე ამიძულა, უფრო სწორად, მომცა ამის შანსი და მე გამოვიყენე. არასდროს მინდოდა, ვყოფილიყავი ქველმოქმედი, მაგრამ ცხოვრებამ შექმნა ეს პირობები, რომ გავხდი ქველმოქმედი. დღესდღეობით მე ჩამოვაყალიბე ფონდი, თუ კიდევ რამე მოხდება, მე არ უარვყოფ, არც კის გეუბნებით, არც არას. თუ ცხოვრება მაჩვენებს, რომ ეს არის ჩემი გზა, მე ამას აუცილებლად გავაკეთებ“, — თქვა ბურჭულაძემ.

ბურჭულაძე გამოტყდა, რომ ახალი ფონდის განვითარების მიზნით, მომავალი წლისთვის ყველა კონტრაქტზე უარი თქვა. 

საქართველოს სახელმწიფო დროშები - Sputnik საქართველო
პაატა ბურჭულაძემ „საქართველოს განვითარებს ფონდი“ დააფუძნა

ჟურნალისტის კითხვაზე, იყრის თუ არა კენჭს პრეზიდენტად მომავალ არჩევნებზე, ბურჭულაძემ უპასუხა: „დღეს ამაზე საუბარს გამოვრიცხავ“.  

ორგანიზაცია უკვე დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში სახელწოდებით „პაატა ბურჭულაძე — საქართველოს განვითარების ფონდი“. თავად მომღერალი სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელია. ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გახდა საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში ვანო მაჭავარიანი. 

ფონდის თანადამაარსებლები არიან ბიზნესმენები: ირაკლი გერჩიანი და ზურაბ ტყეშელაშვილი. 

წინასწარი ინფორმაციით, „საქართველოს განვითრების ფონდის“ პრეზენტაცია 2015 წლის დეკემბერში გაიმართება. ქართული მედია არ გამორიცხავს, რომ ფონდი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიად გარდაიქმნას. 


ყველა ახალი ამბავი
0