პაატა ბურჭულაძემ „საქართველოს განვითარებს ფონდი“ დააფუძნა

© photo: Sputnikსაქართველოს სახელმწიფო დროშები
საქართველოს სახელმწიფო დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე ბურჭულაძე აცხადებდა, რომ პოლიტიკაში მოსვლას არ გამორიცხავს იმ შემთხვევაში, თუ ეს ქვეყნისთვის საჭირო იქნება და ამაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის კურთხევაც იქნება.

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. ცნობილმა ქართველმა საოპერო მომღერალმა, მეცენატმა პაატა ბურჭულაძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია „საქართველოს განვითარების ფონდი“ დააარსა.

მანამდე ბურჭულაძე აცხადებდა, რომ პოლიტიკაში მოსვლას არ გამორიცხავს იმ შემთხვევაში, თუ ეს ქვეყნისთვის საჭირო იქნება და ამაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის კურთხევაც იქნება.

 „საქართველოს განვითარების ფონდი“ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომლის მიზანია, მოქალაქეები საზოგადოებრივი, ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და სხვა თემების განხილვაში ჩართოს, დანერგოს დიალოგის, ურთიერთობისა და თანამშრომლობის კულტურა ძალიან რადიკალიზებულ და დაძაბულ პოლიტიკურ გარემოში. ორგანიზაციის მიზანი პოლიტიკური დაპირისპირება არ არის, რომელმაც საქართველოს ძალზე ცუდი განვითარება შეიძლება მოუტანოს“, — განაცხადა ფონდის თანადამფუძნებელმა ვანო მაჭავარიანმა.  

მაჭავარიანის განცხადებით, ორგანიზაციის მუშაობაში მრავალი ექსპერტი და პროფესიონალი, მათ შორის ბიზნესმენი ჩაერთვება.

ორგანიზაცია უკვე რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, როგორც „პაატა ბურჭულაძე — საქართველოს განვითარების ფონდი“. თავად მომღერალი სადამკვირვებლო საბჭოს ხელმძღვანელია; ფონდის აღმასრულებელი დირექტორია საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში ვანო მაჭავარიანი.

ფონდის თანადამფუძნებლები არიან ბიზნესმენები ირაკლი გურჩიანი და ზურაბ ტყეშელაშვილი.

წინასწარი ინფორმაციით, „საქართველოს განვითარების ფონდის“ პრეზენტაცია 2015 წლის დეკემბერში გაიმართება. ქართული მედიასაშუალებები არ გამორიცხავენ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ფონდი პარტიად გარდაიქმნას.

2004 წელს მსოფლიოში აღიარებულმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ  საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „იავნანა“ დააფუძნა. დაარსების დღიდან „იავნანა“ ობოლი და მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის საიმედო თავშესაფარი გახდა. ფონდის ეგიდით მრავალი საქველმოქმედო აქცია-კონცერტი გაიმართა როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. საქველმოქმედო გალაკონცერტებში მონაწილეობაზე პაატა ბურჭულაძის შეთავაზებას მსოფლიო საოპერო ხელოვნების ვარსკვლავები დაუყოვნებლივ თანხმდებიან. შემოსული თანხები მთლიანად მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს ხმარდება.

2006 წელს გაერომ პაატა ბურჭულაძეს საქველმოქმედო საქმიანობისთვის გაეროს კეთილი ნების ელჩის წოდება მიანიჭა. 


ყველა ახალი ამბავი
0