თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებმა, ტერორიზმთან ბრძოლის ფარგლებში, ევროკომისიას შენგენის კოდექსში პუნქტობრივი ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება დაავალეს, — განაცხადა სხდომის თავმჯდომარემ, ლუქსემბურგის შინაგანი უსაფრთხოების მინისტრმა ეტიენ შნაიდერმა.
„სხდომის დასკვნებში მოცემულია დავალება კომისიისთვის, წარდგეს წინადადებებით შენგენის კოდექსის პუნქტობრივად გადახედვის შესახებ, სადაც გათვალისწინებული იქნება ტექნოლოგიური ცვლილებები, რათა [მგზავრთა] ნაკადის მოძრაობას ხელი არ შეეშალოს“, — განუცხადა ჟურნალისტებს შნაიდერმა მინისტრთა რიგგარეშე სხდომის შემდეგ, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლის ზომებს მიეძღვნა.
მანამდე საფრანგეთის პრემიერ–მინისტრმა მანუელ ვალსმა განაცხადა, რომ ევროპას გარე საზღვრების კონტროლისთვის დამატებითი ზომები სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროზონა შეიძლება ჩამოინგრეს. შენგენის ზონა თავისუფალ შიდაგადაადგილებს მოიაზრებს, მაგრამ ტერორიზმთან, კონტრაბანდასთან, არალეგალურ მიგრაციასთან დასაპირისპირებლად მყარი გარე საზღვრებია აუცილებელი, განაცხადა მან.