ევროკავშირის საზღვრებზე კონტროლის გაძლიერება იხსნის ევროზონას

© photo: Sputnikდონალდ ტუსკი
დონალდ ტუსკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროსაბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკმა გამოთქვა რწმენა, რომ ევროკავშირის გარესაზღვრების ეფექტური კონტროლის გარეშე შენგენის შეთანხმების ნორმები „სიცოცხლეს ვერ შეინარჩუნებს“.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. შენგენის ზონის არსებული ნორმების შენარჩუნება — ეს „დროსთან გასწრებაზე შეჯიბრია“, და ევროკავშირის საზღვრებზე კონტროლის აღდგენას მოითხოვს, — განაცხადა ევროსაბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკმა. 

„შენგენის გადარჩენა — ეს დროსთან გასწრებაზე შეჯიბრია და ჩვენ გადაჭრით ვართ განწყობილები ამ შეჯიბრში გასამარჯვებლად. ამისათვის კი უნდა შევასრულოთ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ და დღეს მივიღეთ ვალეტაში და ასევე ჩვენს სამიტზეც. უპირველესად, ეს არის გარესაზღვრებზე ეფექტური კონტროლის აღდგენა. დარწმუნებული ვარ,რომ ჩვენი გარესაზღვრების ეფექტური კონტროლის გარეშე შენგენის ნორმები სიცოცხლეს ვერ შეინარჩუნებს“, — განუცხადა ტუსკმა ჟურნალისტებს მალტაზე ევროკავშირი–აფრიკის სამიტის შემდეგ, რომელიც მიგრაციის საკითხებს ეძღვნებოდა. 

ტუსკის თქმით, ასევე აუცილებელია წარმოშობისა და სატრანზიტო ქვეყნებთან თანამშრომლობა. „ეს ასევე მოიცავს გადაადგილებას, ლტოლვილთა უკეთეს ინტეგრაციას. უნდა ვიჩქაროთ, ოღონდ პანიკის გარეშე“, — 

ევროკავშირი - Sputnik საქართველო
ევროკომისია: შენგენის შეთანხმება მიგრანტთა ნაკადის გამო არ შეიცვლება

განაცხადა ევროსაბჭოს თავმჯდომარემ.  

ვალეტის სამიტზე ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აფრიკის ქვეყნების ლიდერები ამჟამინდელ მიგრაციულ კრიზისზე მსჯელობენ.  


ყველა ახალი ამბავი
0