თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ევროკავშირში ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებიდან ლტოლვილთა მასობრივ ნაკადთან დაკავშირებით შენგენის შეთანხმებაში ცვლილებები არ შევა, განაცხადა ოთხშაბათს, 9 სექტემბერს ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერმა.
„შენგენის სისტემა ჩემი კომისიის მანდატის პერიოდში არ შეიცვლება“, — განაცხადა მან სტრასბურგში ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც ინტერნეტით პირდაპირ რეჟიმში გადაიცა.
ამასთან, იუნკერის განმარტებით, აუცილებელია ევროკავშირის გარე საზღვრების მართვის გაუმჯობესება.
2015 წლის დასაწყისიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე 340 ათასი მიგრანტი შევიდა. ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალ მიგრანტებთან დაკავშირებული ვითარება მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან მოყოლებლი ყველაზე უარესია.
მანამდე იუნკერმა ევროკავშირის ქვეყნებს სავალდებულო კვოტების საფუძველზე უახლოესი ორი წლის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან დამატებით 160 ათასამდე ლტოლვილის მიღება ოფიციალურად შესთავაზა.