თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. მალის დედაქალაქ ბამაკოს სატუმროზე თავდასხმა ხაზს უსვამს ექსტრემიზმთან და ტერორიზმთან ბრძოლის აუცილებლობას, — განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
„ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ახალ ტერაქტზე მა ლიში. ეს ხაზს უსვამს ექსტრემიზმთან, ტერორიზმთან და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის მნიშვნელობას.
ნატოს ყველა მოკავშირე აკეთებს ამას სხვადასხვა მეთოდებით და მონაწილეობენ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლ კოალიციაში. ის, რისი მომსწრენიც ცოტა ხნის წინ გავხდით, მხოლოდ ამყარებს ბრძოლის აუცილებლობას“, — განაცხაფა სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე ბელგრადში, რომელიც ალიანსის საიტზე აიტვირთა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უცნობი შეიარაღებული ბამაკოში მდებარე სასტუმრო Radisson Hotel Bamako–ში შეიჭრნენ და 170 ადამიანი აიყვანეს მძევლად. „როიტერის“ ინფორმაციით, სასტუმრო უსაფრთხოების ძალების ალყაშია.