თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. ორმა შეიარაღებულმა პირმა 170 ადამიანი აიყვანეს მძევლად სასტუმრო Radisson Hotel Bamako–ში, — იუწყება Rezidor–ის სასტუმროთა ქსელის პრესმდივანი.
„მათ მძევლად 140 სტუმარი და 30 თანამშრომელი აიყვანეს. სასტუმროს შესასვლელი დაბლოკილია და შესვლა ან გამოსვლა შეუძლებელია“, — განუცხადა პრესმდივანმა ტელეარხ NBC News.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ამჟამად სასტუმრო, სადაც სროლა მიმდინარეობს, უშიშროების ძალებითაა გარშემორტყმული.