თბილისში ბანკის ყაჩაღურად ძარცვაში ეჭვმიტანილი დააკავეს

© photo: Sputnik / Sergey Venyavsky / გადასვლა მედიაბანკშიდაპატიმრება
დაპატიმრება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიება სსკ–ის მუხლით „დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით“ მიმდინარეობს, რაც 8–დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. თბილისში „პროკრედიტ ბანკის“ ფილიალზე ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებით პოლიციის თანამშრომლებმა გიორგი ბ. დააკავეს, იუწყება პარასკევს, 20 ნოემბერს საქართველოს შსს–ს პრესსამსახური.

Полиция - Sputnik საქართველო
თბილისში უცნობმა პირებმა ბანკი სათამაშო იარაღით გაძარცვეს

 „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 12 ნოემბერს ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე, „პროკრედიტ ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღა, საიდანაც 15 000 ლარამდე ფული გაიტაცა“, – აღნიშნულია შსს– განცხადებაში.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით), რაც 8–დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.


ყველა ახალი ამბავი
0