თბილისში უცნობმა პირებმა ბანკი სათამაშო იარაღით გაძარცვეს

© photo: SputnikПолиция
Полиция - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „ძარცვის“ ბრალდებით. დამნაშავეებს თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ ხუთიდან შვიდ წლამდე.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. სამი  ნიღბიანი სათამაშო იარაღით შეიარაღებული პირი, თბილისის ცენტრში განთავსებულ ProCredit Bank-ის ფილიალს დაესხა თავს და სალაროში არსებული მთელი ფული წაიღო.  თავდამსხმელებმა მიმალვა შესძლეს. ამის შესახებ ქართული მედია ოთხშაბათს, 18 ნოემბერს იტყობინება. 

„ჩვენ ჯერ არ ვიცით ზუსტად რა თანხა იქნა გატანილი. უნდა ჩავატაროთ აღწერა. მთავარია რომ არავინ დაზარალებულა… ისინი შემოვიდნენ, თან ჰქონდათ იარაღი, თუმცა რამდენადაც ვიცი იარაღი ნამდვილი არ იყო“, თქვა ბანკის განყოფილების  მარკეტინგის დირექტორმა ნატო ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან. 

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „ძარცვის“ ბრალდებით. დამნაშავეებს თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ ხუთიდან შვიდ წლამდე. 


ყველა ახალი ამბავი
0