ექსპერტი: ტერორისტების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების საშიშროება ძალზე დიდია

© voenkor.info"ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკები
ისლამური სახელმწიფოს ბოევიკები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფრანგეთის პრემიერ–მინისტრის განცხადებით, არსებობს რისკი იმისა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა ქიმიური და ბაქტეოროლოგიური იარაღი გამოიყენონ.

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. სრულიად მოსალოდნელია, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა ქიმიური იარაღი გმოიყენონ, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი შემთხვევები ისტორიაში უკვე იყო, — განუცხადა Sputnik–ს სამხედრო პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა, სამხედრო მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტმა ანატოლი ციგანოკმა. 

საფრანგეთის პრემიერ–მინისტრის განცხადებით, არსებობს რისკი იმისა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა ქიმიური და ბაქტეოროლოგიური იარაღი გამოიყენონ. 

საფრანგეთის პოლიცია - Sputnik საქართველო
მანუელ ვალსის განცხადებით, არსებობს ქიმიური იარაღის გამოყენების საფრთხე

„ბაქტეოროლოგიური იარაღის გამოყენებას დიდი ეჭვით ვუყურებ, ვინაიდან ამ ტიპის იარაღი ყველა ქვეყანაში საკმაოდ სერიოზულადაა დაცული. ხოლო ის, რომ ტერორისტებს ქიმიური იარაღის გამოყენება შეუძლიათ, ეს სრულიად შესაძლებელია, მით უმეტეს, რომ ამგვარი შემთხვევები უკვე იყო“, — თქვა ციგანოკმა Sputnik–თან საუბრისას.  

„რუსეთმა და ევროპის ყველა ქვეყანამ იცის, რომ ტერორისტებს შეუძლიათ ქიმიური იარაღის გამოყენება. ბევრმა შეიძლება არც მიაქცია ყურადღება, მაგრამ ეს მნიშვნელოვანია. თითქმის ყველა ქვეყნის  მეტროსადგურებში, მათ შორის, დსთ–ის სივრცეში, არსებობს გაზოსიგნალიზატორები, რომლებითაც ჰაერში მომწამვლელი აირის არსებობა კონტროლდება“, — განმარტა ექსპერტმა. 

ყვავილები საფრანგეთის საელჩოსთან მოსკოვში - Sputnik საქართველო
ფსიქოლოგი: ტერაქტების შიში პარანოიაში არ უნდა გადაიზარდოს

ციგანოკი წუხს, რომ დაცვის ეს სახე მხოლოდ მეტროსადგურებისთვისაა გათვლილი, არადა ტერორისტებს შეუძლიათ ქიმიური იარაღი სხვა ადგილებში გამოიყენონ. 

ექსპერტი გვახსენებს, რომ ორი კვირის წინ სირიის არმიამ „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ–ერთ ქვედანაყოფში ქიმიური იარაღი აღმოაჩინა. მაშინ ამბობდნენ, რომ სირიელები და ამერიკელები ამ იარაღს ერთობლივად გაზიდავდნენ, მაგრამ ციგანოკის თქმით, სირიის ოპოზიცია კვლავაც განაგრძობს ქიმიური იარაღის გამოყენებას. 


ყველა ახალი ამბავი
0