ფსიქოლოგი: ტერაქტების შიში პარანოიაში არ უნდა გადაიზარდოს

© photo: Sputnik / Владимир Астапкович / გადასვლა მედიაბანკშიყვავილები საფრანგეთის საელჩოსთან მოსკოვში
ყვავილები საფრანგეთის საელჩოსთან მოსკოვში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველ რიგში, მოქალაქეებს, რომელთაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის შიში გაუჩნდათ, ექსპერტმა ურჩია, მოცემულებად მიიღონ ის ფაქტი, რომ აბსოლუტურად არაპროგნოზირებად და უკიდურესად საშიშ სამყაროში ვცხოვრობთ.

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ვითარებაში, როდესაც ტერაქტების საფრთხე დიდია, საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნება, თუმცა მეტი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, — მიიჩნევს ფსიქოლოგი ვლადიმირ მენდელევიჩი. 

საშინელი ტერაქტები პარიზში, ბომბი რუსულ ავიალაინერზე, ტერორისტების მუქარები ახალ აფეთქებებზე — ყველა ეს მოვლენა მეგაპოლისებში მცხოვრებთა ისედაც სუსტ ნერვულ სისტემას კიდევ უფრო ანგრევს. როგორ ვძლიოთ შიშს, როგორ ვიმგზავროთ პიკის საათში მშვიდად მეტროთი ან კვლავ ვიფრინოთ თვითმფრინავით? ამის შესახებ სააგენტო Sputnik–ს ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების კვლევის ინსტიტუტის დირექტორი ვლადიმირ მენდელევიჩი ესაუბრა.

პირველ რიგში, მოქალაქეებს, რომელთაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის შიში გაუჩნდათ, ექსპერტმა ურჩია, მოცემულებად მიიღონ ის ფაქტი, რომ აბსოლუტურად არაპროგნოზირებად და უკიდურესად საშიშ სამყაროში ვცხოვრობთ.

 „კაცობრიობის განვითარებასთან ერთად, სასიცოცხლო საფრთხეები იზრდება. ეს დაკავშირებულია ტექნოლოგიებთანაც და ხელოვნურ ფაქტორებთანაც. პოსტმოდერნის სამყაროში ადამიანებს მიაჩნიათ, რომ შეუძლიათ ისე მოიქცნენ, როგორც სურთ. სამწუხაროდ, სამყარო საშიშია იმიტომაც, რომ ამჟამად აშკარა დაპირისპირება არსებობს მოსახლეობისა თუ კულტურების ჯგუფებს შორის, რომელიც აგრესიაში ვლინდება“, — განმარტავს ფსიქოლოგი. 

ასეთ საზოგადოებაში სიფრთხილე და ყურადღება კიდევ უფრო უნდა გავამახვილოთ, ვიდრე ეს ჩვენი წინაპრების დროს იყო —  ჩვენი უსაფრთხოების ასპროცენტიან გარანტიას ხომ ვერავინ მოგვცემს. 

როდესაც ტერაქტების რეალური საფრთხე არსებობს, როგორც ფსიქოლოგი განმარტავს, ადამიანმა საკუთარი ქცევის კორექტირება უნდა მოახდინოს.

ფსიქოლოგის განცხადებით, პირველ რიგში, შესაძლებლობის მიხედვით, მაქსიმალურად უნდა ავარიდოთ თავი საფრთხეს: შევეცადოთ, არ გავემგზავროთ იმ ქვეყნებსა და რეგიონებში, სადაც ვითარება აშკარად დაძაბულია. 

გლოვის დღე - Sputnik საქართველო
ცნობა: ტერორი ხმელეთზე და ცაში

ფსიქოლოგი დარწმუნებულია: ლაინერ A321–ით ფრენაზე უარის თქმა ტერაქტის შემდეგ არაგონივრული იქნებოდა. „თვითმფრინავში დაღუპვის ალბათობა სხვა ფაქტორებთან შედარებით, მინიმალურია. ამიტომ ადამიანმა, რომელიც მთელი ცხოვრება დაფინავს და რომლის სამსახურიც უშუალოდ ფრენებთან არის დაკავშირებული, რა თქმა უნდა,  ამ მხრივ თავი არ უნდა შეიზღუდოს“, — დარწმუნებულია ექსპერტი.

ერთადერთი, ჯობია, გარკვეული პერიოდი არ გავფრინდეთ ქვეყნებში, რომლებიც შედარებით საშიშებადაა აღიარებული, და არ ვისარგებლოთ პოტენციურად ნაკლებდაცული აეროპორტებით.

ფსიქოლოგის თქმით, საკუთარი სიმშვიდისთვის ჯობია, ხალხმრავალ ადგილებს არ ვეწვიოთ. მაგალითად, კონცერტზე ან მატჩზე დასწრება უფრო მშვიდი მომავლისთვის გადავდოთ.

 „რა თქმა უნდა, მეტი სიფრთხილე გვმართებს. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეჭვი პარანოიაში არ გადაიზარდოს. მუდმივ შიშში ყოფნა არა მარტო უსიამოვნო, არამედ ჯანმრთელობისთვის მძიმე შედეგების მომტანია. ხოლო ყურადღებით ყოფნა მეტროში თუ ქუჩაში, რა თქმა უნდა ზედმეტი არ იქნება“, — განაცხადა მენდელევიჩმა.

სამშაბათს დილით ცნობილი გახდა, რომ ეგვიპტიდან სანკტ–პეტერბურგისკენ მიმავალი ავიალაინერი, რომელიც 31 ოქტომბერს ჩამოვარდა, ტერაქტს ემსხვერპლა. კატასტროფაში 224 ადამიანი დაიღუპა. ტურიზმის ფედერალურ სააგენტოში განაცხადეს, რომ ამ ფაქტმა და შემდეგ პარიზის ტრაგიკულმა მოვლენებმა, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეთა 40%–ს საზღვარგარეთ გამგზავრებაზე უარი ათქმევინოს. ასევე სამშაბათს „როსავიაციის“ ხელმძღვანელმა 47 ქვეყნის სია გამოაქვეყნა. ამ ქვეყნებში გაფრენის შემთხვევაში უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაა რეკომენდებული.    


ყველა ახალი ამბავი
0