ცნობა: ტერორი ხმელეთზე და ცაში

© photo: Sputnik / Павел Лисицын / გადასვლა მედიაბანკშიგლოვის დღე
გლოვის დღე - Sputnik საქართველო
გამოწერა

2011 წელი, 24 იანვარი 

მოსკოვის დომოდედოვოს საერთაშორისო ფრენების აეროპორტის დარბაზში 21 წლის თვითმკვლელმა ტერორისტმა მაგომედ ევლოევმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა, რასაც 37 ადამიანი ემსხვერპლა. გამოძიების ვერსიით, ტერაქტი ორგანიზაცია „იმარატ კავკაზის“ ლიდერის, დოკუ უმაროვის ორგანიზებული იყო. 

2013 წლის 11 ნოემბერს მოსკოვის საოლქო სასამართლომ საქმის ოთხიდან სამ ფიგურანტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ტერორისტთა თანამზრახველები, ისლამ და ილეზ იანდიევები და ბაშირ ხამხოევი განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში გაამწესეს სიცოცხლის ბოლომდე.  ხოლო აჰმედ ევლოევს საერთო რეჟიმის კოლონიაში 10 წლით პატიმრობა მიესაჯა. 

2004 წელი, 28 აგვისტო 

ტერორისტებმა რუსეთში ორი უმძიმესი ავიაკატასტროფა მოაწყეს. ჰაერში ერთი წუთის სხვაობით აფეთქდა  ორი ავიალაინერი: კომპანია „ბოლგა–ავიაექსპრესის“ კუთვნილი Ту-134А-3 და „სიბირის“ კუთვნილი Ту-154Б-2. ორივე თვითმფრინავი დომოდედოვოს აეროპორტიდან აფრინდა. 

ლაინერები აფრენიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ააფეთქეს ქალმა თვითმკვლელმა ტერორისტებმა. სულ დაიღუპა 89 ადამიანი. 

აღსანიშნავია, რომ ორივე თვითმკვლელი ქალი: ნაგაევა და ჯებირხანოვა აეროპორტში აფრენამდე დააკავა მილიციის კაპიტანმა არტამონოვმა, თუმცა საბუთების შემოწმების შემდეგ გაათავისუფლა. ტერაქტების შემდეგ არტამონოვს ბრალი დასდეს დანაშაულებრივ გულგრილობაში და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

მოგვიანებით გამოძიებისათვის ცნობილი გახდა, რომ ნაგაევამ თვითმფრინავის ბილეთი სპეკულანტ არმენ არუთუნიანისგან შეიძინა 170 დოლარად ისე, რომ საბუთი არ წარუდგენია. ჯებირხანოვამ კი კონტროლიორ ნიკოლაი კორენკოვს ქრთამად 30 დოლარი მისცა და ასევე საბუთების წარუდგენლად ააღწია თვითმფრინავში. არუთუნიანსა და კორენკოვს 1.5–1.5 წლით პატიმრობა მიესაჯათ.  

აფეთქების შემდეგ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისლამბულის ბრიგადებმა“ აიღეს, მაგრამ ჩეჩენმა საველე მეთაურმა შამილ ბასაევმა განაცხადა, რომ ეს ტერაქტები მისი მომზადებული იყო.

2001 წელი, 11 სექტემბერი 

აშშ–ში კაცობრიობის ისტორიაში უმსხვილესი ტერაქტი მოხდა. ამ დღეს ნიუ–იორკში მდებარე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპ ცათამბჯენებსა და ვაშინგტონში პენტაგონის შენობას სამი თვითმფრინავი შეეჯახა, ხოლო მეოთხე პენსილვანიაში უდაბნოში ჩამოვარდა. ხომალდებს ტერორისტები მართავდნენ. ამ ტერქატებს 2973 ადამიანი შეეწირა, აქედან 343 მეხანძრე, ხოლო 60 პოლიციელი გახლდათ. 

ტერაქტებში ეჭვმიტანილი ექვსი პირი 2002 და 2003 წლებში დააკავეს. მათ რამდენიმე წელი გაატარეს დაზვერვის ცენტრალური ბიუროს ციხეში, საიდანაც 2006 წელს კუბაში, „გუანტანამოს“ ამერიკულ სამხადრო ბაზაზე გადაიყვანეს. 

2008 წლის თებერვალში აშშ–ის თავდაცვის სამინისტრომ ექვსივე დაკავებულს მკვლელობასა და სამხედრო დანაშაულის ჩადენაში დასდო ბრალი. 

1988 წელი, 21 დეკემბერი 

ლოკერბის თავზე „პან ამერიკანის“ კუთვნილი, ლონდონიდან ნიუ–იორკის მიმართულებით მფრენი ბოინგ 747–ის  აფეთქება — ეს უმძიმესი საავიაციო კატასტროფა იყო. ტერორისტებმა საჰაერო ხომალდი პლასტიკური მოწყობილობით ააფეთქეს. სულ დაიღუპა 270 ადამიანი, აქედან 259 თვითმფრინავში მყოფი, ხოლო 11 — მიწაზე. 

1991 წლის 13 ნოემბერს ამ ტერაქტის ჩადენაში ორ ლიბიელს წარედგინა ბრალი — ავიაკომპანია Libyan Arab Airlines–ის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, აბდელბასეთ ალი მაჰმედს, და კადაფის უახლოესი თანამებრძოლის ბიძაშვილს, ლამინ ხალიფ ფიმაჰს. 

გაეროს უსაფრთხოების საბჭომ ლიბიას სანქციები დაუწესა. 

2003 წელს ლიბიამ აღიარა პასუხისმგებლობა საკუთარ მოქალაქეებზე და თითოეული დაღუპულის ოჯახს 10–10 მლნ დოლარი გადაუხადა სანქციების სრულად მოხსნის სანაცვლოდ. 

1985 წელი, 23 ივნისი

ავიაკომპანია Air India–ს კუთვნილმა თვითმფრინავმა ლოკერბის თავზე აფეთქებული საჰაერო ხომალდის მსგავსი ბედი გაიზიარა. ლაინერი ატლანტიკის ოკეანის თავზე აფეთქდა. იქაც საბარგო განყოფილებაში, უპატრონო ბარგში ჩადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. დაიღუპა 329 ადამიანი.

ეჭვი სიკჰ ექსტრემისტებზე მიიტანეს. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ამერიკისა და კანადის ერთბაშად სამმა ექსტრემისტულმა ორგანიზაციამ აიღო საკუთარ თავზე. აშშ–ის უშიშროების სამსახურები ეჭვობდნენ, რომ Air India–ს კუთვნილი თვითმფრინავი ორმა ტერორისტმა გაანადგურა, რომლებიც ინდოეთის მაშინდელ პრემიერ–მინისტრზე, რაჯივ განდიზე გეგმავდნენ თავდასხმას მისი აშშ–ში ვიზიტისას. ესენი იყვნენ ლალ სინგჰი და ამან სინგჰი. 2001 წელს კანადის ხელისუფლებამ ლალ სინგჰს ტერაქტში ბრალი მაშინ წაუყენა, როდესაც მას საპატიმროდან გათავისუფლებამდე სამი დღეღა რჩებოდა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0