საფრანგეთის მოქალაქეები: კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში — ეს ჩვენი ბრალიცაა

გამოწერა
საფრანგეთის სამი მოქალაქე, რომელთათვისაც „შავი პარასკევი“ პირადი ტრაგედიადაც იქცა, Sputnik-ს იმის შესახებ ესაუბრა, თუ როგორ ხედავენ ისინი ფრანგულ საზოგადოებას ტერორისტული შეტევების შემდეგ.

ტერორისტული აქტების სერიამ, რომელმაც 2015 წლის 13 ნოემბერს პარიზი შეძრა, მრავალრიცხოვანი დისკუსიები გამოიწვია როგორც საფრანგეთში, ისე მის საზღვრებს გარეთ. Sputnikბელარუსმა ფრანგებს მიმართა შეკითხვით, თუ როგორ ხედავენ ისინი ქვეყნის მომავალს „შავი პარასკევის“ შემდეგ, მიიჩნევენ თუ არა მულტიკულტურალიზმის მიმდინარე პოლიტიკას სწორ პოლიტიკად და როგორ შეიძლება დაუპირისპირდეს დემოკრატიის იდეები აკრძალული „ისლამური სახელმწიფოს“ ტიპის ტოტალიტარულ ტერორისტულ ორგანიზაციებს.

ტერაქტები — ხელისუფლების ჩავარდნილი პოლიტიკის შედეგი

ფილოსოფიის პროფესორი და საფრანგეთის კომუნისტური პარტიის წევრი ჟან-მიშელ გალანო მიიჩნევს, რომ ქვეყნის დღევანდელ პრობლემებს სათავე გენერალ დე გოლის დროიდან ახლოაღმოსავლურ პოლიტიკაზე უარის თქმამ დაუდო.

 „საფრანგეთი ამჟამად დარტყმის ქვეშაა, რადგანაც ჩვენმა ბოლო მთავრობებმა, აშშ-ის სასარგებლოდ, უარი თქვეს იმ არაბულ პოლიტიკაზე, რომელსაც შარლ დე გოლი და ჟორჟ პომპიდუ აწარმოებდნენ. ეს იყო სერიოზული შეცდომა, რისთვისაც ახლა ვაგებთ პასუხს. ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს ის, რომ იარაღით ვაჭრობა, განსაკუთრებით კატართან და საუდის არაბეთთან, საფრანგეთის ერთ-ერთი მთავარი რესურსია“, — განაცხადა გალანომ Sputnik-თან ინტერვიუში.

ის შიშობს, რომ სისხლიანი აქციები საზოგადოებაში რასიზმსა და ნაციონალიზმს გაზრდის, რაც მისი ქვეყნის ფასეულობათა სისტემასთან შეუთავსებელია.

 „ახლა ყველა დისკუსია პოლიტიკის გარშემოა ფოკუსირებული. ზოგი ამბობს, რომ ფრანგებს ეშინიათ და მხოლოდ უშიშროების სამსახურის იმედი აქვთ. მაგრამ ეს ასე არ არის. ყველაფერი, რაც დღეს გაგვაჩნია — ეს ნაციონალიზმის გამძაფრებაა“, — განაცხადა პროფესორმა.

პრობლემა ორია: კორუფცია და ტრანსნაციონალური კორპორაციები

ფრანგ ფოტოგრაფ რომან რუსოს ტრაგედია უშუალოდ შეეხო. საკონცერტო დარბაზ  „ბატაკლანში“ სროლისას მისი მეგობარი დაიღუპა.

 „ეს ტერორისტები მშიშრები არიან. ისინი ყურანს არიან ამოფარებული, თუმცა წმინდა წერილში წერია, რომ ადამიანის სიცოცხლე ხელშეუხებელია. ჩვენი რესპუბლიკის ფასეულობებია: თავისუფლება, თანასწორობა და ძმობა. რა თქმა უნდა, ეს არცერთი ქვეყნის ტერორისტებს არ მოეწონებათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათზე უარი უნდა ვთქვათ“, — განაცხადა მან Sputnik-თან ინტერვიუში.

ვითარება პარიზში ტერაქტების შემდეგ - Sputnik საქართველო
მოწმე: „ბატაკლანში“ ტერორისტები ამბობდნენ, რომ ეს „სირიისთვის შურისძიებაა“

რომან რუსო მიიჩნევს, რომ შარიათის მიმდევრების საბოლოო მიზანი — ეს ძალაუფლება და დომინირებაა. მისი აზრით, რელიგია მხოლოდ ნიღბის ფუნქციას ასრულებს.

საშინელი ტრაგედიის მიუხედავად, რომელმაც არც მას აუარა გვერდი, ფოტოგრაფი მუსლიმანების მიმართ სიძულვილს არ გრძნობს.

 „ვიცი, რომ ყველა მუსლიმანი ფანატიკოსი არ არის. მათი უმრავლესობა შესანიშნავი ბიჭები არიან. საქმე ისაა, რომ ემიგრანტი მშობლები ხშირად ჩვენი დასავლური ცივილიზაციის მიღმა რჩებიან. მათ ხშირად დრო არ რჩებათ საკუთარი შვილების აღსაზრდელად, ხოლო სკოლას ვითარების კარდინალურად შეცვლა არ შეუძლია“, — ვარაუდობს ის.

რომანი ამბობს, რომ თავად ფრანგული საზოგადოებაც ზოგჯერ კონსერვატიულია. დღეს ფრანგებს „უმადური“ სამუშაოს შესრულება არ სურთ, ამიტომ ფიქრობენ, რომ სანტექნიკოსები და მუშები მიგრანტები უნდა იყვნენ.

„მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი საშუალო სკოლა ზოგად უფლებებს ყველას აძლევს. თუნდა იმავე სანტექნიკოსებს საფრანგეთში იმდენი შეუძლიათ გამოიმუშაონ, რამდენსაც ინტელექტუალური პროფესიის მქონენი იღებენ“, — აღნიშნა ფოტოგრაფმა.

რომან რუსო კვლავ ისლამის თემას უბრუნდება და ირწმუნება, რომ მთავარი პრობლემა — ეს გეტოა, საიდან გამოსვლაც ჩამოსულებისთვის ძალზე რთულია. მიუხედავად შიშისა, რომელიც „შავი პარასკევის“ შემდეგ გაჩნდა, ის მაინც მიიჩნევს, რომ საფრანგეთმა მთავარი დემოკრატიული ფასეულობები არ უნდა დაივიწყოს.

 „ბევრს ავიწყდება, რომ ისლამური ტერორი — ეს ისლამური სამყაროს პრობლემაცაა. როგორც ფრანგი, ძალიან ვწუხვარ დაღუპული თანამემამულეების გამო. მაგრამ როგორც მსოფლიო ადამიანს, მეცოდებიან ისინიც, ვინც ტერორის მსხვერპლი გახდა ლიბანსა და კენიაში. თუ ახლა იზოლაციას დავიწყებთ, შევიზღუდებით და მსოფლიოს სრულ სურათს ვერასდროს გავიგებთ. არადა, პასუხი იმაზე, რატომ ხდება ეს, სწორედ აქ იმალება“, — განაცხადა Sputnik-ის თანამოსაუბრემ.

ცივილიზაციათა თანამედროვე კონფლიქტის მიზეზებს რომან რუსო კორუმპირებულ პოლიტიკოსებსა და ტრანსნაციონალურ კორპორაციებში ხედავს, რომლებიც თითქმის მუქთად იღებენ განვითარებადი ქვეყნების რესურსებს. მიუხედავად ამისა, საფრანგეთზე საუბრისას ის ამაყობს, რომ მისი ქვეყანა ყველა ჩამოსულს აძლევს სამედიცინო დაზღვევასა და განთლებას, აზრისა და სიტყვის თავისუფლებას.

პარიზელებს რესპუბლიკის ქანდაკებასთან ტერაქტის მსხერვპლთა სახსოვრად ყვავილები მიჰქონდათ - Sputnik საქართველო
პარიზელებს რესპუბლიკის ქანდაკებასთან ტერაქტის მსხერვპლთა სახსოვრად ყვავილები მიჰქონდათ

 „ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ძალადობა ძალადობას შობს. ტერორი — ეს ინფანტილიზმია. რა თქმა უნდა, სირიელი მიგრანტები გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენენ, სახელმწიფოს ლტოლვილების ასეთ ნაკადთან გამკლავება უჭირს. პირადად მე ვაცნობიერებ, რომ კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში — ეს ჩვენი ბრალიცაა  და ამიტომ პასუხისმგებლებიც ვართ ამ ადამიანებზე და ვალდებულებიც ვართ, დავეხმაროთ მათ“,  — განაცადა მან.

მემარჯვენეების რფორმები საზოგადოების პოლარიზაციას გამოიწვევს

ბორდოს უნივერსიტეტის სტუდენტი ჟერემი ელმერიში, რომელიც პოლიტიკურ მეცნიერებებს სწავლობს, მიიჩნევს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში საფრანგეთში უსაფრთხოების ზომები ისე გაძლიერდება, რომ საქმე ზოგი თავისუფლების შეზღუდვამდეც კი მივა. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში დემოკრატიული იდეები გაიმარჯვებს. ის მიიჩნევს, რომ ასეთი ტრაგედიები ფრანგებს დემოკრატიული ფასეულობების დაცვის საქმეში უფრო ძლიერსა და  საკუთარ თავში უფრო დარწმუნებულს ხდის.

„ჩვენმა პრეზიდენტმა ოლანდმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. თუმცა ჩვენს სულებში გლოვა უფრო დიდხანს გაგრძელდება. ეს ყველასთვის დიდი უბედურებაა. მაგრამ აქ ედმონდ როსტანის ციტატა მინდა მოვიყვანო პიესიდან „სირანო დე ბერჟერაკი“: „ჩვენ სამიზნედ ყოფნის პატივზე უარს არ ვამბობთ“. დღეს ჩვენ ტოტალური ორგანიზაციის მსხვერპლნი ვართ, რომელიც თავისუფლებას და მის ფასეულობებს არაფრად აგდებს“, — განაცხადა მან.

Sputnik-ის თანამოსაუბრეს არ ჰგონია, რომ ფრანგული მულტიკულტურალიზმის მიმდინარე პოლიტიკა არასწორია და ახლა კრიზისშია.

 „უნდა გვესმოდეს, რომ ფრანგული მულტიკულტურალიზმი ინგლისური ან ამერიკული მოდელისგან განსხვავდება. ჩვენ საზოგადებას სოციალურ ჯგუფებად არ ვყოფთ. ჩვენს სკოლებში ნებისმიერი რელიგიური სიმბოლოები აკრძალულია, იმიტომ, რომ საერო საზოგადოებას ვაშენებთ. ამიტომ ახალბედები ყოველთვის იპოვიან საკუთარ ადგილს სექტანტობაში „გადავარდნის“ გარეშე“, — აღნიშნა მან.

გადამწყვეტი მოვლენა ფრანგებისთვის არჩევნები იქნება, რომელიც დაახლოებით ორ წელიწადში გაიმართება. ელმერიშის აზრით, ფრანგული საზოგადოება თანდათანობით მემარჯვენე ხდება და არჩევნებში შეიძლება პოლიტიკოსმა ალენ ჟიუპემ გაიმარჯვოს და არა „ნაციონალურმა ფრონტმა“.

„მაგრამ ვშიშობ, რომ თუ მემარჯვენეები რეფორმების გატარებას დაიწყებენ, შეიძლება „ერთად ცხოვრების“ კონცეფცია დავკარგოთ. მემარჯვენე მიმართულების რეფორმებმა, შესაძლოა, ჩვენი საზოგადოების პოლარიზება გამოიწვიოს“, — აღნიშნა სტუდენტმა.

იგი მოუწოდებს ადამიანებს, რომ ყველა მუსლიმს ტერორისტი არ უწოდონ, რადგან ეს ეწინააღმდეგება საფრანგეთის რესპუბლიკის მიერ აღიარებულ თავისუფლების დევიზს.

 „დანაშაულის პრეზუმფციის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რომელსაც ახლა თავზე ახვევენ ყველა მუსლიმს. ჩვეულებრივ მუსლიმებსა და ტერორისტებს რელიგიის განსხვავებული ხედვება აქვთ. ეს უნდა გავაცნობიეროთ“, — განაცხადა Sputnik–ის თანამოსაუბრემ.

მისი თქმით, ძალა არა ეთნიკური და რელიგიური შეხედულებებიდან, არამედ ზოგადად საერო და დემოკრატიული საზოგადოებიდან გამომდინარე უნდა გამოვავლინოთ, რომლის მშენებლობაშიც აბსოლუტურად ყველა ადამიანი მონაწილეობს.  

 

 

ყველა ახალი ამბავი
0