პარიზელებს რესპუბლიკის ქანდაკებასთან ტერაქტის მსხერვპლთა სახსოვრად ყვავილები მიჰქონდათ

გამოწერა

პარიზელები ყვავილებითა და ფოტოებით მივიდნენ პარიზის რესპუბლიკის მოედანზე, რათა ტერაქტის მსხვერპლთათვის პატივი მიეგოთ. ბოლო მონაცემებით, 13 ნოემბრის თავდასხმის შედეგად დაიღუპა 129 ადამიანი, 300-ზე მეტმა მიიღო დაზიანება.

პარიზისა და საფრანგეთის სხვა ქალაქების მოედნებსა და ქუჩებში, რკინიგზის სადგურებზე, სახელმწიფო დაწესებულებებში, უნივერსიტეტებსა და საავადმყოფოებში შეიკრიბნენ ხალხი, რათა პატივი მიეგოთ ტერორისტული შეტევის მსხვერპლთათვის. ასობით პარიზელი მივიდა რესპუბლიკის მოედანზე. ისინი ქანდაკების წინ საფეხურებზე აწყობდნენ ყვავილებს და თავდასხმისას დაკარგულების და დაღუპულების ფოტოებს და ანთებდნენ სანთლებს. ბევრი მათგანი მხარდამჭერი და თანამგრძნობი შინაარსის წერილებსაც ტოვებდა ადგილზე.

პარასკევს საღამოს პარიზში ტერაქტების სერია მოხდა. უცნობმა პირებმა საფრანგეთის დედაქალაქის ერთ–ერთ რესტორანში ცეცხლი გახსნეს, 3 აფეთქება მოხდა სტადიონ "სტად დე ფრანსთან" ახლოს, სადაც ამხანაგური მატჩი ტარდებოდა საფრანგეთისა და გერმანიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის. გარდა ამისა, თეატრ "ბატაკლანში" მიმდინარე როკ–კონცერტზე უცნობებმა ტყვეები აიყვანეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 129 ადამიანი, 350-ზე მეტმა კი დაზიანება მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0