უსუფაშვილი: ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხში

© http://parliament.ge/დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ასევე ისაუბრა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივაზე.

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. ავსტრიის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს ვიზალიბერალიზაციას ევროკავშირის ქვეყნებთან, — განაცხადა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა. 

უსუფაშვილი და საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ავსტრიაში ვიზიტისას პრეზიდენტ ჰაინც ფიშერსა (Heinz Fischer) და ავსტრიის ეროვნული საბჭოს ვიცე–პრეზიდენტ კარლჰაინც კოპფს (Karlheinz Kopf) შეხვდა, — იუწყება საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახური. 

„ავსტრიის პარლამენტი ერთგულია თავისი განაცხადის და ყველა შესაძლო ფორმით გვეხმარებიან ჩვენ ჩვენს საქმეებში. ახლა, ვიზალიბერალიზაციის პროცესში, ბატონმა ვიცესპიკერმაც და ბატონმა პრეზიდენტმაც, რომელთან შეხვედრაც ცოტა ხნის წინ დასრულდა, აღგვითქვეს სრული დახმარება“, — უთხრა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს. 

უმაღლესი ევროკომისარი ფედერიკა მოგერინი და საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
მოგერინისთვის უცნობია, რას გადაწყვეტს ევროკავშირი საქართველოსთან უვიზო რეჟიმზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივაზე. 

„ჩვენ გვაქვს საინტერესო გეგმები პარლამენტებს შორის ურთიერთობების გაღრმავების თაობაზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ავსტრია ინტერესდება არა მხოლოდ საქართველოთი, არამედ მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონით“, — განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

მცხეთა - Sputnik საქართველო
წლის დასაწყისიდან ვიზიტორთა რაოდენობა ევროპიდან 7%–ით გაიზარდა

დავით უსუფაშვილი 15 ნოემბერს დაწყებული ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა ეუთოს გენერალურ მდივან ლამბერტო ზანიერისა (Lamberto Zannier) და მედიის თავისუფლების საკითხში ეუთოს წარმომადგენელ დუნია მიატოვიჩს (Dunja Mijatović).

ამას გარდა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით გამოვიდა თემაზე „საქართველოს ევროპული გზის გამოწვევები და ახალგაზრდა დემოკრატიის პერსპექტივები“. 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი დღეს, 17 ნოემბერს დასრულდება. 


ყველა ახალი ამბავი
0