მოსკოვში ევროპისა და აზიის მედიის მერვე ფორუმი დასრულდა

© photo: Sputnik / Рамиль Ситдиков / გადასვლა მედიაბანკშიმოსკოვში ევროპისა და აზიის მედიის მერვე ფორუმი დასრულდა
მოსკოვში ევროპისა და აზიის მედიის მერვე ფორუმი დასრულდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსკოვში დასრულდა ევროპისა და აზიის მედიის ფორუმი (ФЕАМ), რომლის ორგანიზატორი საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო "Россия сегодня" იყო.

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. მოსკოვში დასრულდა ევროპისა და აზიის მედიის ფორუმი (ФЕАМ),რომლის ორგანიზატორი საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო "Россия сегодня" იყო. ФЕАМ-ის საკვანძო საკითხი „არასტაბილურ სამყაროში მდგრადი პარტნიორობა“ იყო. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა პოსტსაბჭოთა სივრცის 14 ქვეყნის (აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ლატვია, ლიტვა, მოლდოვა, რუსეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, უკრაინა) 70 მედია ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მიიღო. 

ФЕАМ-2015 პლენარული სხდომით გაიხსნა, რომლის მუშაობაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო "Россия сегодня"-ს გენერალური დირექტირი დიმიტრი კისილიოვი და ტელეარხ RT-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი. 

დმიტრი კისელიოვი - Sputnik საქართველო
კისელიოვი: თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ცენზურა შეუძლებელია

ფორუმის გახსნისას "Россия сегодня"-ს გენერალურმა დირექტირმა დიმიტრი კისილიოვმა აღნიშნა, რომ ჟურნალისტიკა თავის დროს უნდა შეესაბამებოდეს და აუდიტორიის მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს. „უნდა ვთქვათ კი უარი მცდელობაზე რომ ავხსნათ მსოფლიო? როგორც კი ამაზე უარს იტყვით, აუდიტორია უარს იტყვის თქვენზე, რადგან ადამიანები ეჯახებიან თანამედროვე მსოფლიოს გაგების აუცილებლობას, იმისათვის, რომ მიიღონ ცხოვრებისეულად აუცილებელი გადაწყვეტილებები თავისთვის და თავისი ოჯახებისთვის“, — აღნიშნა კისილიოვმა. 

პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, მარგარიტა სიმონიანმა აღნიშნა, რომ „რუსულ და დასავლურ სამყაროებს შორის არ არის დაუძლეველი იდეოლოგიური დაპირისპირება, ისეთი როგორიც იყო სსრკ-ს დროს. და რაც არის — ეს გადაწყვეტადი საკითხებია“. სიმონიანმა ასევე აღნიშნა, რომ „მსოფლიო ეხლა საჭირო მხარეს არ იყურება. არ იყურება ნამდვილი საფრთხეების მხარეს, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ემუქრება, სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ, საიდანაც არ უნდა ჩამოვიდეთ და სადაც არ უნდა ვიმყოფებოდეთ“. 

ევროპული და აზიური მედიის ფორუმი - Sputnik საქართველო
ექსპერტები: ევრაზიულ კავშირში ერთიანი საინფორმაციო სივრცე უნდა შეიქმნას

 „დღეს რუსეთსა და დასავლეთს მართებს ერთი საერთო საფრთხის წინააღმდეგ გაერთიანება  - „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების წინააღმდეგ, — აღნიშნა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო "Россия сегодня"-ს და ტელეარხ RT-ს მთავარმა რედაქტორმა.

 ფორუმის მსვლელობისას მონაწილეებმა  განიხილეს ყოფილი სსრკ-ს ქვეყნების მედია წარმომადგენლების ურთიერთქმედების საკითხები განსხვავებული პოლიტიკური და ეკონომიკური პირობებისას. ფორუმის ძირითადი სესიები თემატური დისკუსიების ფორმატში ჩატარდა. ФЕАМ — 2015-ის ფარგლებში ჩატარდა სპეციალური სესიები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვის დეპარტამენტის დირექტორთან მარია ზახაროვასთან, ასევე მწერალ და პუბლიცისტ ვიქტორ ეროფეევთან და გაზეთ „Завтра“-ს მთავარ რედაქტორთან ალექსანდრე პროხანოვთან. 

 პირველი სესიის სპიკერად, თემაზე „ევრაზიული ინფორმაციული სივრცე: გამოწვევები და რისკები“ გამოვიდნენ: „არმენპრესის“ გენერალური დირექტორი არამ ანანიანი (სომხეთი), გაზეთ „ყაპახსტანსკაია პრავდას“ შეფ-რედაქტორი საბიტ მალდიბაევი (ყაზახეთი), გაზეთ „იზვესტიას“ მტავარი რედაქტორის მოადგილე ბორის მეჟუევი(რუსეთი), პოლიტიკური კონიუნქტურის ცენტრის გენერალური დირექტორი სერგეი მიხეევი (რუსეთი), რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დსთ-ს საკითხების,  ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირების  კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ტატიანა მოსკალკოვა (რუსეთი), ეროვნული საინფორმაციო სააგენტო „კაბარის“ დირექტორი კუბან ტააბალდიები (ყირგიზეთ), საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის დირექტორი ვალერი ფიოდოროვი(რუსეთი). 

 სესიის „მედიაინდუსტრია — აუდიტორიისა და იმიჯის შენარჩუნება“ სპიკერები იყვნენ: ინტერნეტ პორტალ „გაგაუზინფორმის“ დირექტორი ანდრეი ვედუტენკო(მოლდოვა), დსს „რედაქცია გაზეთ „მოსკოვცკი კომსომოლეცის“ დირექტორი მოსკოვის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარე პაველ გუსევი(რუსეთი), საერთაშორისო ინფორმაციის სააგენტო „ტრენდის“ გენერალური დირექტორი ილგარ ჰუსეინოვი(აზერბაიჯანი), საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „კაზინფორმის“ გენერალური დირექტორი დაურენ დიალოვი(ყაზახეთი), პოლიტიკური ექსპერტი, სოციოლოგი, ისტორიკოსი, კომპანია Research & Branding Group-ს თანადამფუძნებელი — ევგენი კოპატკო(უკრაინა). 

 ФЕАМ – 2015-ის მესამე სესიაზე, რომელიც საკვანძი საკითხს „„არასტაბილურ სამყაროში მდგრადი პარტნიორობა“-ს მიეძღვნა სპიკერები იყვნენ: სახელმწიფოთაშორისი ტელერადიოკომპანია  "Мир" —ის თავმჯდომარე რადიკ ბატირშინი, რუსეთის ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტის  „ეკონომიკის უმაღლესი სკოლის“  კომუნიკაციის, მედიისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი ანდრეი ბისტრიცკი (რუსეთი), საერთაშორისო საზოგადოება“ბალტიის ფორუმის“ დირექტორი ალექსანდრ ვასილევსი (ლატვია), ანალიტიკური პროგრამა „მონიტორის“ წამყვანი ტალინის ტელევიზიაში რადიონ დენისოვი (ესტონეთი), ბელორუსის სატელეგრაფო სააგენტოს გენერალური დირექტორი დიმიტრი ჟუკი (ბელორუსი), რადიოსადგურ „გოვორიტ მოსკვა“-ს გენერალური დირექტორი ვლადიმერ მამონტოვი (რუსეთი), ანალიტიკურ ცენტრ „ექსპერტთა საბჭოს“ დირექტორი ისკანდერ ხისამოვი (უკრაინა). 

ევროპისა და აზიის მედიის ფორუმი  - ФЕАМ — უნიკალური მოედანია, რომელსაც პოსტსაბჭოთა სივრცეში ანალოგი არ აქვს, რომელიც კრიბავს დსთ-ს ქვეყნებიდან, ბალტიიდან და საქართველოდან  წამყვან მედია ექსპერტებს, მედიაინდუსტრიის პროცესების განვითარების პროგნოზირებისა და ტენდენციების განხილვისათვის. 

 ფორუმი 2006 წლიდან იმართება. პირველი ოთხი წლის განმავლობაში ფორუმი მოსკოვში ტარდებოდა. შემდეგ ფორუმს კიევმა, ასტანამ, მინსკმა უმასპინძლა. 2011 წელს ასტანაში ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით რუსეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტებმა — დიმიტრი მედვედევმა და ნურსულთან ნაზარბაევმა მიმართეს, რითაც ხაზი გაუსვეს პოსტსაბჭოთა საინფორმაციო სივრცეში პოზიტიური პროცესების განვითარებაში დაინტერესებას. 

 2012 წელს მინსკში ფორუმის მონაწილეებს ქვეყნის მეთაური ალექსანდრე ლუკაშენკო შეხვდა. ФЕАМ – 2015 განაგრძობს წინა წლების ფორუმთა ტრადიციებს და თავის მოედანს ღია დიალოგისა და გამოცდილების გაზიარებისათვის თმობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0