თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში მედიაში ცენზურა შეუძლებელია, განაცხადა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო "Россия сегодня"-ს გენერალურმა დირექტირმა დიმიტრი კისილიოვმა ევროპისა და აზიის მედიის VIII ფორუმის (ФЕАМ-2015) – „მდგრადი პარტნიორობა არასტაბილურ მსოფლიოში“, მსვლელობისას.
„თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ცენზურა შეუძლებელია, მას უბრალოდ ვერავინ გაქაჩავს, ვერავინ ვერ შეძლებს წინ აღუდგეს ადამიანის ინფორმირებულობას ან ვინმეს აგიტაციას. არავის არ აქვს მონოპოლია ამ ინფორმაციაზე. ისეთი მცნებები როგორიცაა — აგიტაცია, ცენზურა, პროპაგანდა — უკვე მოძველებულია, ეხლა მსოფლიო თავის ტავს სრულიად სხვაგვარად აღწერს“, — თქვა მან.
„უნდა ვთქვათ კი უარი მცდელობაზე რომ ავხსნათ მსოფლიო? როგორც კი ამაზე უარს იტყვით, აუდიტორია უარს იტყვის თქვენზე, რადგან ადამიანები ეჯახებიან თანამედროვე მსოფლიოს გაგების აუცილებლობას, იმისათვის, რომ მიიღონ ცხოვრებისეულად აუცილებელი გადაწყვეტილებები თავისთვის და თავისი ოჯახებისთვის“, — დაამატა კისილიოვმა.
თავის მხრივ ტელეარხ RT-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი თვლის, რომ მედიამ პირველ ადგილზე აუდიტორიის ინტერესები უნდა დააყენოს.
„ისტორია ვარვარა კარაულოვასთან, რა თქმა უნდა აუდიტორიისათვის არქისაინტერესო იყო. ის ტელეპროგრამების რეიტინგს ზრდიდა, ეს კი მეტყველებს, რომ აუდიტორიას ეს აინტერესებდა. რა თქმა უნდა ასეთ შემთხვევებში არის იმის საშიშროება, რომ სუსუტი ფსიქიკის ადამიანებზე იმოქმედებს მსგავსი ისტორიები, ე.ი. ჟურნალისტი პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს მსგავს საკითხებს. მაგრამ ის რომ არ ანახო რაც აინტერესებს აუდიტორიას და პირველ ადგილზე დააყენო სხვა მოსაზრებები — რომლითაც სპეცსამსახურები უნდა იყვნენ დაკავებულნი, ჩვენთვის, ჟურნალისტებისათვის არასწორი იქნებოდა. იმედი მაქვს არავის მოუვა აზრად ამის გამო შეწუხდეს და ცენზურა შემოიღოს“, — თქვა მან.