პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების აცილების შუამდგომლობით მიმართა

© https://www.facebook.com/parliamentgeo/პარლამენტის შენობა ქუთაისში
პარლამენტის შენობა ქუთაისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტი განმარტავს, რომ არსებობს გარემოებები, რომელიც ეჭვს იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული წევრების მიუკერძოებლობაში.

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა რუსთავი 2-ის სარჩელის მიღებასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ორი მოსამართლის —  კონსტანტინე ვარძელაშვილისა და მაია კოპალეიშვილის აცილების შუამდგომლობით მიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ტელეარხ „რუსთავი 2"–ის წილის 60% ხალვაშს, ხოლო დარჩენილი 40% მის კუთვნილ კომპანია შპს „პანორამას“ უნდა გადაეცეს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მანამდე საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულების მუხლის მოქმედება, ხალვაშმა შესაძლოა ვერ ისარგებლოს საქალაქო სასამართლოს დადგენილებით.

 როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პარლამენტმა "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანული კანონის 46-ე მუხლის და "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, შუამდგომლობით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, მოსარჩელე სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2-ის" მიერ შეტანილი სარჩელების თაობაზე მიმდინარე დავის ფარგლებში, ამ კოლეგიის თავმჯდომარის კონსტანტინე ვარძელაშვილისა და ამავე კოლეგიის წევრის მაია კოპალეიშვილის აცილებასთან დაკავშირებით. პარლამენტი განმარტავს, რომ არსებობს გარემოებები, რომელიც ეჭვს იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული წევრების მიუკერძოებლობაში.

სასამართლო - Sputnik საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლომ „რუსთავი 2"–ის ადვოკატების სარჩელი წარმოებაში მიიღო

 განცხადების თანახმად, ამის ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება იყოს ის გარემოება, რომ მათ აკავშირებთ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ახლობლური ურთიერთობა მოსარჩელე მხარის – შპს "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის" ამჟამად დროებით უფლებამოსილებაშეჩერებულ გენერალურ დირექტორთან ბატონ ნიკა გვარამიასთან. მოსამართლე ვარძელაშვილის მეუღლე ქალბატონი ანა ჟვანია ბატონი ნიკა გვარამიას განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის დროს იყო მისი პირველი მოადგილე, ხოლო ქალბატონი მაია კოპალეიშვილი ბატონი ნიკა გვარამიას მოადგილედ მუშაობდა მისი ჯერ იუსტიციის მინისტრის, ხოლო შემდგომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას.

 „განსახილველი საქმისადმი მოსამართლეთა მიკერძოებული დამოკიდებულება, უკვე ნათლად გამოვლინდა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის მიღებისა და განხილვის ადრეულ სტადიებზე“, — ნათქვამია განცხადებაში. 

რუსთავი 2 - Sputnik საქართველო
ტელეკომპანია "რუსთავი 2"- ში სასამართლო გადაწყვეტილებით დროებითი მმართველობა დაწესდა

 „საქართველოს პარლამენტმა მიიჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის თავმჯდომარე კონსტანტინე ვარძელაშვილი და ამავე კოლეგიის წევრი მაია კოპალეიშვილი შპს "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ისა" და შპს "ტელეკომპანია საქართველოს" მიმართ მოქმედებენ მიკერძოებულად და არაობიექტურად და მოსალოდნელია მათი მიკერძოებული მიდგომა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისასაც. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტმა ისარგებლა კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით და მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას რუსთავი 2–ის სარჩელთან დაკავშირებით მოსამართლეთა აცილების მოთხოვნით", — ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


ყველა ახალი ამბავი
0