საკონსტიტუციო სასამართლომ „რუსთავი 2"–ის ადვოკატების სარჩელი წარმოებაში მიიღო

© public domainსასამართლო
სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეკომპანიის ადვოკატებმა საკონსტიტუციო სასამართლოს გასულ კვირას მიმართეს მოთხოვნით, არაკონსტიტუციურად იცნოს სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულების ნორმა.

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო  ტელეარხ „რუსთავი 2"–ის ადვოკატების სარჩელი. საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა მოსარჩელეთა შუამდგომლობა და საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე შეაჩერა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მოქმედება, რომელიც განსაზღვრავს  პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ერთ-ერთ საფუძველს.

ტელეკომპანიის ადვოკატებმა საკონსტიტუციო სასამართლოს, გასულ კვირას, სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ მოთხოვნით მიმართეს. 

მოსარჩელეთა მიერ სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც „სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქციოს გადაწყვეტილება „ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვტილების აღსრულება შეუძებელი აღმოჩნდება“, — ნათქვამია განცახდებაში. 

მოსამართლე ურთმელიძე - Sputnik საქართველო
ურთმელიძე: ივანიშვილის „რუსთავი 2“–თან კავშირის მტკიცებულებები არ არსებობს

სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულმა ნორმამ, შესაძლოა, საკონსტიტუციო სარჩელის ავტორთა უფლებების შეუქცევადი დარღვევა გამოიწვიოს, რომლის შედეგის გამოსწორებაც უკვე შეუძლებელი იქნება მისი არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი.  

სასამართლომ არ შეაჩერა მეორე ნორმის მოქმედება. საუბარია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე წინადადებაზე, რომელიც დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ გადაწყვეტლების მიღების შესაძლებლობას  ზეპირი განხილვის გარეშე უშვებს.

 


ყველა ახალი ამბავი
0