პრემიერი სასამართლოსა და მედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების წინააღმდეგია

© facebook.com/GaribashviliOfficialირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ საქმესთან დაკავშირებით მიუკერძოებელი გადაწყვეტილების გამოტანა მხოლოდ და მხოლოდ დამოუკიდებელი სასამართლოს პრეროგატივაა, განმარტავს პრემიერი.

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. პარტიული და პოლიტიკური მიზნებისთვის არავინ უნდა გამოიყენოს სასამართლო სისტემა და მედია, ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში, რომელიც პარასკევს, 6 ნოემბერს გავრცელდა. 

ხუთშაბათს საღამოს ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანიაში დროებითი მმართველები დანიშნა. ესენი არიან: ტელეკომპანიის დამფუძნებელი დავით დვალი და Forbes Georgia–ს ყოფილი მთავარი რედაქტორი, ტელეკომპანია „იმედის“ ექს–დირექტორი რევაზ საყევარიშილი.   

ტელესტუდია - Sputnik საქართველო
„რუსთავი 2“–ის ჟურნალისტებს სამსახურიდან არ გაათავისუფლებენ

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით მიმდინარე პროცესი არის კერძო კომპანიის მფლობელობასთან დაკავშირებული სასამართლო დავა. ბუნებრივია, რომ ორივე მხარე იყენებს ყველა არსებულ იურიდიულ ბერკეტს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად“, — აღშნიშნულია განცხადებაში.

ამ საქმესთან დაკავშირებით მიუკერძოებელი გადაწყვეტილების გამოტანა მხოლოდ და მხოლოდ დამოუკიდებელი სასამართლოს პრეროგატივაა, განმარტავს პრემიერი.

„პროცესი უნდა წარიმართოს მაქსიმალურად ღიად, რათა საზოგადოებამ მიიღოს დეტალური ინფორმაცია სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ. ხელისუფლებამ, მედიამ, სასამართლომ და საზოგადოებამ – ყველამ უნდა უზრუნველვყოთ როგორც მედიის, ისე სასამართლოს დამოუკიდებლობა, რათა არავის მხრიდან არ მოხდეს ამ ინსტიტუტების გამოყენება ვინმეს პარტიული თუ პოლიტიკური მიზნებისთვის“, — ხაზგასმით აღნიშნავს მთავრობის მეთაური.

„ხელისუფლების ვალია უზრუნველყოს ისეთი გარემოს შექმნა, სადაც სრულად იქნება დაცული სასამართლოს და მედიის დამოუკიდებლობა, რადგან სწორედ ამ ორ უმნიშვნელოვანეს დემოკრატიულ ინსტიტუტზე დგას ჩვენი სახელმწიფოს განვითარება“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

ქიბარ ხალვაში - Sputnik საქართველო
ქიბარ ხალვაში: “ჩვენი ბრძოლის მეთოდები სააკაშვილის მეთოდებისგან განსხვავდება“

„ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, ასეთ სახელმწიფოში კი კერძო სასამართლო დავას და, მით უფრო, მასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკური სარჩული. ასეთი საქმეები 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩვენ ჩავაბარეთ ისტორიას.

ჩვენ ვაშენებთ ისეთ სახელმწიფოს, სადაც მედიის თავისუფლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა და სადაც ამ თემით სპეკულირების უფლება არავის აქვს“, — ნათქვამია ღარიბაშვილის განცხადებაში.

სასამართლოს 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ტელეარხ „რუსთავი 2"–ის წილის 60% ხალვაშს, ხოლო დარჩენილი 40% მის კუთვნილ კომპანია შპს „პანორამას“ უნდა გადაეცეს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მანამდე საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულების მუხლის მოქმედება, ხალვაშმა შესაძლოა ვერ ისარგებლოს საქალაქო სასამართლოს დადგენილებით.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურ დაკვეთას და თავისუფალი სიტყვის დარღვევას უწოდებს.

 


ყველა ახალი ამბავი
0