ქიბარ ხალვაში: “ჩვენი ბრძოლის მეთოდები სააკაშვილის მეთოდებისგან განსხვავდება“

© Government of Georgiaქიბარ ხალვაში
ქიბარ ხალვაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხუთშაბათს, 5 ნოემბრის ღამით ცნობილი გახდა, რომ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის დროებით მმართველებად ტეკელომპანიის დამფუძნებელი დავით დვალი და Forbes Georgia-ს ყოფილი რედაქტორი და ასევე ტელეარხ „იმედის“ ექსდირექტორი რევაზ საყევარიშვილი დაინიშნენ.

თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. თუ სასამართლო დაადგენს, რომ ტელეკომპანია მე მეკუთვნის, მაშინ წილის ნახევარს დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს დავუთმობ, განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ —ის 100 %-იანი წილის მფლობელმა, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა პარასკევს, 6 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ჩვენი ბრძოლის მეთოდი განსხვავებულია სააკაშვილის ბრძოლის მეთოდებისგან, რომელიც ყველაფერს ტერორით, ძალადობით და შანტაჟით ითვისებდა. ჩვენ ავირჩიეთ ცივილიზებული ფორმა და მივმართეთ სასამართლოს. თუ სასამართლო დაადგენს, რომ ტელეკომპანია მე მეკუთვნის, მაშინ წილის ნახევარს დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს დავუთმობ“, — აღნიშნა ხალვაშმა.

ხუთშაბათს, 5 ნოემბრის ღამით ცნობილი გახდა,  რომ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის დროებით მმართველებად ტეკელომპანიის დამფუძნებელი დავით დვალი და  Forbes Georgia-ს ყოფილი რედაქტორი და ასევე ტელეარხ „იმედის“ ექსდირექტორი რევაზ საყევარიშვილი დაინიშნენ.

რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო
"რუსთავი 2"-ის გენდირექტორი ტელეკომპანიის შენობის დატოვებას არ აპირებს

სასამართლოს 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ტელეარხ „რუსთავი 2"–ის წილის 60% ხალვაშს, ხოლო დარჩენილი 40% მის კუთვნილ კომპანია შპს „პანორამას“ უნდა გადაეცეს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მანამდე საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულების მუხლის მოქმედება, ხალვაშმა შესაძლოა ვერ ისარგებლოს საქალაქო სასამართლოს დადგენილებით.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება შპს „სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ — ში დროებითი მმართველების დანიშვნის თაობაზე უკვე აღასრულა.

 


ყველა ახალი ამბავი
0