თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ დროებითი მმართველების მოსვლის შენდეგაც არ აპირებს ტელეკომპანიის შენობის დატოვებას.
ხუთშაბათს, 5 ნოემბრის ღამით ცნობილი გახდა, რომ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის დროებით მმართველებად ტეკელომპანიის დამფუძნებელი დავით დვალი და Forbes Georgia-ს ყოფილი რედაქტორი და ასევე ტელეარხ „იმედის“ ექსდირექტორი რევაზ საყევარიშვილი დაინიშნენ.
სასამართლოს 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ტელეარხ „რუსთავი 2"–ის წილის 60% ხალვაშს, ხოლო დარჩენილი 40% მის კუთვნილ კომპანია შპს „პანორამას“ უნდა გადაეცეს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მანამდე საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულების მუხლის მოქმედება, ხალვაშმა შესაძლოა ვერ ისარგებლოს საქალაქო სასამართლოს დადგენილებით.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურ დაკვეთას და სიტყვის თავისუფლების დარღვევას უწოდებს.