ღარიბაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია მედიისა და ჟურნალისტების დაცვა

© photo by Alexander Imedashvili, NEWSGEORGIAირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც ქვეყნის პრემიერმა განაცხადა, მთავრობას უფლება არ აქვს სასამართლო გადაწყვეტილებაზე, როგორიც არ უნდა იყოს ის, კომენტარი გააკეთოს.

თბილისი, 4 ნოემბერი —  Sputnik.  საქართველოს ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია მედიისა და ჟურნალისტების დაცვა, განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ  სამშაბათს, 3 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილების 60% ქიბარ ხალვაშს გადაეცემა, ხოლო დანარჩენი 40% — მის კომპანიას შპს „პანორამას“. აღნიშნულ გადაწყვეტილებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და  „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობა პოლიტიკურ დაკვეთასა და სიტყვის თავისუფლების დარღვევას უწოდებს. 

რუსთავი 2 - Sputnik საქართველო
"რუსთავი 2"-ის გენდირექტორი სასამართლო გადაწყვეტილებას არასამართლიანს უწოდებს

„ჩემთვის მართლა არ არის საინტერესო, ვინ იქნება "რუსთავი 2"-ის რეალური მფლობელი. ჩემთვის არის მთავარი ის, რომ "რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები იყვნენ დაცულები. ამას ჩვენ, როგორც სახელმწიფო ვაცხადებთ, რომ თქვენ აბსოლუტურად დაცულები იქნებით. მეორე საკითხი, ჩემთვის რაც მნიშვნელოვანია არის ის, რომ მედია იყოს აბსოლუტურად დაცული საქართველოში და რომ ვერავინ შეძლოს მედიათავისუფლების შეზღუდვა“, — აღნიშნა ღარიბაშვილმა.

როგორც ქვეყნის პრემიერმა განაცხადა, მთავრობას უფლება არ აქვს სასამართლო გადაწყვეტილებაზე, როგორიც არ უნდა იყოს ის, კომენტარი გააკეთოს.

„ეს არის დავა ორ კერძო სუბიექტს შორის და ჩვენი ჩართულობა არის აბსოლუტურად გამორიცხული. ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება და ყველა უნდა მივეჩვიოთ, რომ თანამედროვე დემოკრატიულ, ცივილიზებულ საქართველოში, ქვეყანაში, სადაც ევროკავშირის შესაბამის რეფორმებს ვახორციელებთ, ყველა უნდა დაემორჩილოს სასამართლოს გადაწყვეტილებას“, —ხაზგასმით აღნიშნა ღარიბაშვილმა.

რუსთავი 2-ის მომხრეები ტელეკომპანიასთან შეიკრიბნენ - Sputnik საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“ მის ყოფილ მფლობელს დაუბრუნა.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა. 

"რუთავი 2-ის" ჟურნალისტებს მივმართავ, რომ ისინი არიან ძალიან პროფესიონალები. მე მინდა გამოვხატო ჩემი პატივისცემა თქვენდამი, იმიტომ, რომ ისე, როგორც სხვა ჟურნალისტები, აშუქებთ მოვლენებს საქართველოში. მაგრამ დაუშვებელია სწორედ მედიასაშუალებების და ჟურნალისტების პოლიტიზება. თქვენ გაქვთ კონსტიტუციური უფლება გააკეთოთ თქვენი საქმე ისე, როგორც აკეთებთ", — განაცხადა ღარიბაშვილმა. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0