თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“ მის ყოფილ მფლობელს დაუბრუნა.

გამოწერა
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის 60% ქიბარ ხალვაშს გადაეცემა, ხოლო დანარჩენი 40% - მის კომპანიას შპს „პანორამას“.

თბილისი, 3 ნოემბერი  — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ თამაზ ურთმელიძის თავმჯდომარეობით, სამშაბათს, 3 ნოემბერს 2005 წლის დეკემბერსა და 2006 წლის ნოემბერში ქიბარ ხალვაშის მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გასხვისების ხელშეკრულებების ანულირება მოახდინა.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილი: "რუსთავი 2"-სთვის ბრძოლა კვლავ გრძელდება

 სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის  60% ქიბარ ხალვაშს გადაეცემა, ხოლო დანარჩენი 40% — მის კომპანიას შპს „პანორამას“. 

 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, აღნიშნული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ვერ აღსრულდებადა „რუსთავი2“ —ის იურისტებს საშუალება ექნებათ გაასაჩივრონ პირველი ინსტანციის სასამართლოში. 

 წამყვანი ტელეკომპანიის გარშემო სასამართლო დავამ ქართულ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურ დაკვეთასა და სიტყვის თავისუფლების დარღვევას უწოდებენ.


ყველა ახალი ამბავი
0